ტექნოლოგიური სიახლეები შვეიცარიაში გამოიგონეს კაფსულა თვითმკვლელებისათვის 2022, 20 ნოემბერი, 13:10 ![]() გამომგონებელმა, დოქტორმა ფილიპ ნიჩკემ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა წაართვათ შვეიცარიელებს სიცოცხლე ჰუმანურად და კომფორტულად. 3D პრინტერზე დაბეჭდა კაფსულა, რომელიც შიგნიდან აქტიურდება და მთელ შიდა სივრცეს ავსებს აზოტით. აზოტი, თავის მხრივ, გამომგონებლის მტკიცებით, ჟანგბადის ნაკლებობის გამო ეხმარება ადამიანს „უმტკივნეულოდ და სწრაფად სიკვდილში მოგუდვის შეგრძნების გარეშე“ ადგილობრივმა იურიდიულმა ექსპერტებმა კაფსულის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ მანქანა არ არღვევს ქვეყნის არცერთ კანონს. სხვათა შორის შვეიცარიაში ლეგალურია თვითმკვლელობის ხელშეწყობა, როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება დაეხმაროსმეორე ადამიანს თვითმკვლელობის განხორციელებაში. 2020 წელს იქ დაახლოებით 1300 ადამიანმა მოიკლა თავი. ექიმმა ყველას არწმუნებს, რომ „სურს პროცესიდან გამორიცხოს ნებისმიერი ფსიქიატრიული გამოკვლევა და საშუალება მისცეს ადამიანს გააკონტროლოს მეთოდი“. ![]() ![]() 73 3-ს მოსწონს
|