ტექნოლოგიური სიახლეები შვეიცარიაში გამოიგონეს კაფსულა თვითმკვლელებისათვის 2022, 20 ნოემბერი, 13:10
გახსოვთ თვითმკვლელების ჯიხურები სატირულ მულტსერიალ "ფუტურამადან?"შედიხარ, ფულს აგდებს, ირჩევ მეთოდს და მშვიდობით, გაღმა ხარ მარილზე. ჰოოდა შვეიცარიის მაცხოვრებლებისთვის ასეთი აგრეგატი რეალობად იქცა.
გამომგონებელმა, დოქტორმა ფილიპ ნიჩკემ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა წაართვათ შვეიცარიელებს სიცოცხლე ჰუმანურად და კომფორტულად. 3D პრინტერზე დაბეჭდა კაფსულა, რომელიც შიგნიდან აქტიურდება და მთელ შიდა სივრცეს ავსებს აზოტით. აზოტი, თავის მხრივ, გამომგონებლის მტკიცებით, ჟანგბადის ნაკლებობის გამო ეხმარება ადამიანს „უმტკივნეულოდ და სწრაფად სიკვდილში მოგუდვის შეგრძნების გარეშე“ ადგილობრივმა იურიდიულმა ექსპერტებმა კაფსულის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ მანქანა არ არღვევს ქვეყნის არცერთ კანონს. სხვათა შორის შვეიცარიაში ლეგალურია თვითმკვლელობის ხელშეწყობა, როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება დაეხმაროსმეორე ადამიანს თვითმკვლელობის განხორციელებაში. 2020 წელს იქ დაახლოებით 1300 ადამიანმა მოიკლა თავი. ექიმმა ყველას არწმუნებს, რომ „სურს პროცესიდან გამორიცხოს ნებისმიერი ფსიქიატრიული გამოკვლევა და საშუალება მისცეს ადამიანს გააკონტროლოს მეთოდი“. მაგრამ დავუბრუნდეთ „სიკვდილის მანქანას“. თავად მოწყობილობა პორტატულია და "კლიენტის" მოთხოვნის შესაბამისად ნებისმიერ თვალწარმტაც ადგილზე შეგიძლიათ წაიღოთ. მაგრამ გამომგონებრლი არ აპირებს ამაზე გაჩერებას. სამომავლოდ შიგნით კამერას დაამატებს, რათა ოჯახმა მომაკვდავს სიკვდილის მომენტამდე მიადევნოს თვალი . მათთვის, ვინც ბოლო მომენტში გადაიფიქრებს სუიციდს, არის ავარიული გასვლისთვის სპეციალური ღილაკი. ასეთი მოწყობილობა შესაძლოა გაყიდვაში 2023 წელს გამოჩნდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ევროპელები განიხილავენ რამდენად უსაფრთხოა ასეთი მანქანა და აღშფოთებულები არიან, რომ „ამ მეთოდში არავითარი ადამიანური სითბო არ არის“. 73 3-ს მოსწონს
|