x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124033
  • ვიდეო:355503
  • სურათი:496596
„ბავშვობაში ქვებს მესროდნენ“-მაქციის სინდრომის მქონე 17 წლის ბიჭის ამბავი
image

17 წლის ახალგაზრდამ, რომელიც იტანჯება მაქციის სინდრომით და რომელსაც სამედიცინო ენაზე ჰიპერტიქოზი ჰქვია აღიარა, რომ მას მთელი ცხოვრება აბუჩად იგდებდნენ იმ იშვიათი დაავადების გამო, რითაც ის იტანჯებოდა.თუმცა ბიჭმა პირობა დადო, რომ „ყოველთვის იქნება ბედნიერი და სხვებსაც გააბედნიერებს“.


ლალიტ პატიდარი არის სტუდენტი ინდოეთის შტატის მადჰია პრადეშის პატარა სოფელ ნანდლეტადან. მისი მთელი სხეული თმით დაიფარა ექვსი წლის ასაკიდან, თუმცა უკვე მანამდე დაუდგინეს ჰიპერტრიქოზის დიაგნოზი, უკიდურესად იშვიათი დაავადება, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მხოლოდ 50 ადამიანში იქნა აღმოჩენილი.


მისი მდგომარეობა ნიშნავს, იმას რომ იგი მთელი ცხოვრება სხვებისგან მკვეთრად გამოირჩევა და შედეგად, შეუბრალებელმა კლასელებმა მას " ბიჭი-მაიმუნი" უწოდეს და რომლებიც ამბობენ, რომ მისი ეშინოდათ, რადგან მათ დაკბენს.



ბულინგის მიუხედავად, ის ცხოვრებას პოზიტიურად უყურებს და ამბობს, რომ ახლა ოცნებობს გახდეს წარმატებული YouTuber-ი.

image

„მე ნორმალური ოჯახიდან ვარ, მამა ფერმერია და ამჟამად უფროსკლასელი ვარ, მე-12 კლასში ვსწავლობ. პარალელურად, მამას ვეხმარები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“, - ამბობს ლალიტი.



”მთელი ცხოვრება მქონდა ეს თმა, მშობლები ამბობენ, რომ ექიმმა დაბადებისთანავე გამპარსა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ შევამჩნიე, სანამ ექვს-შვიდი წლის არ გავხდი. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ მთელ სხეულზე თმა ისე მეზრდებოდა, როგორც სხვა არავის.ვისაც ირგვლივ ვიცნობდი."


„ შემდეგ გავიგე, რომ ეს იმიტომ მემერთება, რომ მაქვს მდგომარეობა, რომელსაც ჰიპერტრიქოზი ჰქვია. ეს იშვიათი მდგომაროებაა და როგორც ვიცი, მსოფლიოში მხოლოდ ორმოცდაათი ადამიანი იტანჯებოდა ამით.


„ჩემს ოჯახს თმის არანორმალური ზრდის ისტორია არა აქვს, მე ერთადერთი ვარ, ვისაც ეს დაავადება აღმოაჩნდა“, - ამბობს ლალიტი.

image

ჰიპერტრიქოზს ახასიათებს თმის არანორმალური ზრდა მთელ სხეულში.

არსებობს ჰიპერტრიქოზის ორი განსხვავებული ტიპი: გენერალიზებული ჰიპერტრიქოზი, რომელიც გვხვდება მთელ სხეულში და ლოკალიზებული ჰიპერტრიქოზი, რომელიც შემოიფარგლება კონკრეტული უბნით.


ჰიპერტრიქოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ( დაბადებიდანვე) ან შეძენილი მოგვიანებით ცხოვრებაში.


განუკურნებელი მდგომარეობა იწვევს იმას, რომ სახეზე, მკლავებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე ორ სანტიმეტრამდე წვრილი თმა არანორმალურად იზრდება.


მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ცირკის რამდენიმე შემსრულებელი, რომელსაც ჰიპერტრიქოზი ჰქონდათ, მაგალითად როგორიც იყო ჯულია პასტრანა.

1
179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
23 ნოემბერი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1