x
5 წიგნი, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში აკრძალულია
ლიტეტარუტა ოდითგანვე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ნაციისა თუ საზოგაოდოების განათლებისა და ალტრუიზმული ქმედებათა სისტემის ჩამოყალიბებაში.ფურცელზე გადმოტანილ აზრთა ნაირსახეობას, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითის გაკეთება ძალუძს, მომნუსხველ შთაბეჭდილებას ტოვებს საზოგადოებათა აზროვნებაში.ერთი შეხედვით ადამიანად ჩამოყალიბება ლიტერატურული მრავალფეროვნებით განისაზღვრება, რაც შემდგომში ჩვენი, როგორც პრიმატების აზროვნებაზე ისახება.ასე და ამგვარად ყველანი ვრწმუნდებით იმაში, რომ ლიტერატურა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ, გსმენიათ თუ არა წიგნებზე, რომელთა გამოცემაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სასტიკად აკრძალულია!.სწორედ დღვენადელ ბლოგში, მინდა გესაუბროთ 5 წიგნზე, რომელთა წაკითხვაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში აკრძალულია.




ველაზე ცისფერი თვალი


1).The bluest eyes (ყველაზე ცისფერი თვალი)- ამერიკელი მწერლის, ტონი მორისონის პირველი რომანია, რომელიც 1970 წელს გამოიცა. რომანი ვითარდება ლორეინში.იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა აფროამერიკელ გოგონაზე, სახელად პეკოლაზე, რომელიც დიდი დეპრესიის შემდეგ გაიზარდა. 1941 წელს განვითარებული სიუჟეტი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ განიხილება ის მუდმივად "მახინჯად", მისი მანერებისა და მუქი კანის გამო. შედეგად, მას უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც აძლიერებს მის სურვილს ცისფერი თვალებისადმი, რომელსაც იგი "თეთრთან"აიგივებს.


წიგნის სენსიტიურმა თუ საკამათო თემებმა(რასიზმი, ინცესტი და ბავშვთა შეურაცხყოფა) გამოიწვია რომანის აკრძალვის მრავალი მცდელობა შეერთებული შტატების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში.ზემოთხსენებული წიგნის კითხვა, რამდენიმე სახელმწიფოში დღესაც აკრძალულია.


image

ცხოველთა ფერმა


2)ცხოველთა ფერმა- ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორეულის ცნობილი რომანაია, რომელიც სტილური ალეგორიაა საბჭოთა ტოტალიზმზე.ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს, ადამიანები ფერმიდან გააგდეს და საკუთარ სამფლობელოში დამოუკიდებელი მმართველობა დაიწყეს.ნაწარმოებში ძალიან ბევრ ისტორიულ ალეგორიას ვაწყდებით.მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ცხოველი ნაპოლეონი, წარმოშობით ქართველი დიქტატორის, იოსებ სტალინის პროტოტიპია.სწორედ ამ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო ნაწარმოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ კი საბჭოთა კავშირის იმპერიაში იკრძალებოდა.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში



3)სიის მესამე ადგილს ჩემდა გასაკვირად ჩარლზ ლატვიჟის ფენტეზის ჟანრის საბავშვო რომანი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“იკავებს.რომანი თავდაპირველად ჩინეთში აიკრძალა.მისი არგამოცემის მიზეზად ცხოველთა „ადამიანური“ თვისებები გამოიყენეს, რომელიც რომანში თვალსაჩნოდაა წარმოჩენილი.ზოგიერთი ადამიანი წიგნში სწორედ იმას აპროტესტებდა, რომ ცხოველებს ადამიანური შესაძლებლობებით შეეძლოთ მეტყველება.ამავდროულად ლიტერატურათმცოდნედა გარკვეული მასა მიიჩნევდა, რომ წიგნში ანტიპოლიტიკური ფილოსოფია და რელიგიური დისკრიმინაცია ჭარბობდა.აქედან და კიდევ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე წიგნის წაკითხვა ჩინეთი აკრძალული გახლდათ.


image

ლოლიტა


4)ვლადიმერ ნაბოკოვის ნაწარმოები „ლოლიტა“ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად ითვლება.იმისდა მიუხედავად, რომ კრიტიკოსები ნაწარმოებს დიდი პათოსით აფასებენ, ნაწარმოები საფრანგეთში, არგენტინაში, ახალ ზელანდიაში, ინგლისსა და სამხრეთ აფრიკაშიაა აკრძალული.ამის მიზეზად 37 წლის მთხრობელისა და მისი 12 წლის გერის სექსუალური ურთიერთობა ითვლება, რომელიც რომანს დიდი ტრაგედიით ავსებს.სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით მსოფლიოს სახელმწიფოთა ნაწილისთვის ნაწარმოების გამოქვეყნება მიუღებელია.

1984


5)აკრძალული წიგნების ერთ-ერთი მოწინავე ავტორის, ჯორჯ ორეულის რომანი „1984“ ჩვენი სიის ერთ-ერთ ადგილს კვლავ იკავებს.ამჯერადაც რომანის შექმნის იდეა ორი დიქტატორის-იოსებ სტალინისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევებისგან მომდინარეობს.ავტორმა თემატური სათქმელი შეულამაზებულად გადმოგვცა, რაც იმდროინდელი მსოფლიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.პოლიტიკური თემების, სლოგანებისა და ირონიული შეძახილების გამო წიგნი საბჭოთა კავშირში, ჩინეთსა და ფლორიდაშიც კი აიკრძალა.ჯორჯ ორეული უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ ნაწარმოების ისტორიის მგზავსი სახე შეიძლება მიიღოს.სწორედ ამ და კიდევ სხვა ქმედების გამო წიგნი იკრძალებოდა და ხშირად იწვებოდა კიდეც.

3
86
შეფასება არ არის
ავტორი:ბექა შაიშმელაშვილი
ბექა შაიშმელაშვილი
86
  
2022, 3 დეკემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3