სხვა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ლუდის აკრძალვამ გულშემატკივრებში პროტესტი გამოიწვია 2022, 19 ნოემბერი, 14:02 ![]() Budweiser-ის დედა კომპანია, AB InBev-ი პირველად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ფიფამ გააკეთა შოკისმომგვრელი განცხადება, რომ ყარატში მსოფლიო ჩემპიონატზე, სტადიონებზე ლუდის გაყიდვები აიკრძალება. Anheuser-Busch InBev, რომელიც ფლობს ათობით ლუდის ბრენდს, მათ შორის Bud-ს, განაცხადა, რომ ის კვლავ მოუთმენლად ელის " აღინიშნოს ფეხბურთი საკუთარ მომხმარებლებთან ერთად", მაგრამ ზოგიერთის გაყიდვები ვერ გაგრძელდება "ჩვენს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო". Budweiser-ის მოკლე, ლაკონური განცხადება გამოქვეყნდა ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ Twitter-ზე "ნუ, ეს სამარცხვინოა..." მოგვიანებით პოსტი წაშალეს. ![]() ყატარი ტიპიურად არამსმელი ქვეყანაა, სადაც ტურისტებს მხოლოდ ლიცენზირებულ სასტუმროებსა თუ რესტორნებში შეუძლიათ ალკოჰოლის შეძენა ან მოხმარება. მსოფლიო ჩემპიონატზე გამონაკლისი იყო დაშვებული; გულშემატკივრებს შეეძლოთ ლუდის ყიდვა სპეციალურ „ფან ზონებში“ ან სტადიონის დარბაზებში. მაგრამ ეს გარიგება ჩაკვდა - გავრცელებული ინფორმაციით, ყატარის სამეფო ოჯახის ზეწოლის შედეგად - რაც იმას ნიშნავს, რომ ლუდის გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ "ფან ზონებში". კათხა ეღირება 12 ფუნტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გარკვეულ დროს და თითოეული ადამიანს ექნება შეზღუდული რაოდენობა- მაქსიმუმ 4 კათხა, რათა არ დათვრეს. გულშემატკივრებმა აკრძალვაზე ინფორმაცია ბრაზით და გულისწყრომით გამოხატეს. ინგლისის 25 წლის ფანმა ალექს ტოდმა მას "სიგიჟე" უწოდა. "რატომ იმართება აქ მსოფლიო ჩემპიონატი, როცა შენ გართმევენ ძირითად სიამოვნებას, " წუხს ის. გერმანელმა გულშემატკივარმა, 30 წლის დანიელ შვესტკამ დიუსელდორფიდან, თქვა: "ფეხბურთი ლუდის გარეშე არ არის ფეხბურთი". ბრაიან დევიდსონი, ყატარში პირველმა გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი დალია, თქვა: „განადგურებული ვარ, აზრი არ აქვს. მატჩის დორს ლუდის დალევაში რა არის ცუდი? თუმცა აღმოჩდნენ ისეთები, რომელბმაც აღნიშნეს, რომ სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო: "ეს აქაური ჩვეულებაა და თქვენ უნდა მიიღოთ იგი. ”-აღნიშნა კევინ ჰოლმა. 42 2-ს მოსწონს
|