ისტორია საბჭოთა მილიციის BMW -ეები, რომელთა შესახებაც ცოტას სმენია 2022, 17 ნოემბერი, 13:20
1973 წელს საბჭოთა ხელისუფლება დაფიქრდა იმაზე, რომ პოლიციის მანქანები BMW-ს მარკის ავტომობილებით უზრუნველყო. ექსპერიმენტის სახით ქვეყანამ შეიძინა ბავარიული მანქანების რამდენიმე ეგზემპლარი.
1973 წლის დეკემბერში, პირველად სსრკ-ს ისტორიაში, BMW-ს პროდუქცია ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი ქვეყანაში. ახალი ბაზრის გახსნის აღსანიშნავად, ექსპოზიციის გახსნაზე ჩამოვიდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებერჰარდტ ფონ კიუნჰაიმი. პოლიციის მანქანები და მოტოციკლები სსრკ-მ „საგზაო ტესტირებისთვის“ შეიძინა, თუმცა საბოლოოდ მხარეები არანაირ თანამშრომლობაზე არ შეთანხმდნენ. სულ წარმოდგენილი იყო ორი მანქანა - BMW 2500 (E3) და BMW 520i (E12), - და საპატრულო მოტოციკლებიი BMW R60 / 6, BMW R75 / 6 და BMW R90 / 6. მოლაპარაკებები გაიმართა სსრკ-ში ორი ლიცენზირებული ქარხნის მშენებლობაზე - პირველი იყო BMW-ს ძრავების წარმოება "ვოლგა გაზ-24-ისთვის, ხოლო მეორე - გერმანული ბრენდის მოტოციკლები. ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში მივიდა, მაგრამ საბჭოთა სამართალდამცავმა ორგანოებმა, შესაბამისად, დაიტოვეს ბავარიული მანქანების ხუთი დასახელება სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორც გაორკვა საბოლოოდ, სახელმწიფო არ აპირებდა კონკრეტულად BMW-ების შეძენას - ფაქტობრივად, სსრკ-მ უბრალოდ იყიდა ის, რაც ბავარიელებმა ჩამოიყვანეს საკუთარი შეხედულებისამებრ. აქედან მეორე მანქამა E3- იყო ყველაზე მძლავრი ვერსია - მას ჰქონდა 180 ცხენის ძალის ძრავა და მანევრირებისა და სიჩქარის მახასიათებლებით მნიშვნელოვნად აღემატებოდა შიდა საავტომობილო ინდუსტრიის ნებისმიერ მარკას . ეს მანქანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ მილიციის კლასიკურ ყვითელ ფერებში, შემდეგ შეცვალეს იგი თეთრით. შემდგომში, უკვე 1987-88 წლებში, საბჭოთა მილიცია შეივსო კიდევ რამდენიმე BMW E28 და BMW E34-ით. ასევე 1960-1980-იან წლებში მოსკოვის მილიციამ შეიძინა Mercedes-Benz, 8Audi, Volvo, Ford, Tatra, Opel, Nissan, Dodge, Renault და თქვენ წარმოიდგინეთ Porsche! -ც კი.ყველაზე დიდი პარტია - 50 ცალი Audi 1989 წელს შეიძინეს. 680 2-ს მოსწონს
|