ფელიქს ჩერემნიხმა ბანკის ძარცვისთვის 14 წელი მოიხადა ბანგკვანგის ციხეში. ტაილანდის ციხეებში წესრიგის, მკვლელებისადმი დამოკიდებულებისა და ნარკომანიის შესახებ მან დაწერა წიგნში „დანაშაული და სასჯელი ტაილანდში“, სადაც მკითხველს არაერთი შოკისმომგვრელი ფაქტის შესახებ მოუთხრო.
1. რა თანხაა გამოყოფილი დღეში პატიმრის შესანახად?
43 ტაილანდური ბატი, ბოლო დროს ეს მაჩვენებელი 23-მდე შემცირდა (1 დოლარზე ნაკლები). გასათვალისწინებელია, რომ კორუფციის გამო მთელი თანხა პატიმარამდე არ აღწევს.
2. რა დანაშაულებების გამო ხვდებიან ყველაზე ხშირად ტაილანდის ციხეში?
ყველაზე გავრცელებული დანაშაული ნარკოტიკებით ვაჭრობაა. ჩერემხინი პოლიტიკური დანაშაულისთვის დაკავებულ რამდენიმე ადამიანს შეხვდა და მათ მიმართ დამოკიდებულება ორმაგად მკაცრი იყო. მაგრამ ბანკის ძარცვა იშვიათობაა, ჩერემნიხი ერთადერთი იყო ამ მუხლით გასამართლებული.
3. მკვლელებს ფილოსოფიურად ეპყრობიან
ტაილანდური მსოფლმხედველობის მიხედვით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო. გარდაცვლილებს სხვა ცხოვრებაშიც კი აქვთ გარკვეული უპირატესობების უფლება.
4. ციხის თითოეულ შენობას ჰყავს პატიმრების საკუთარი „მრჩეველი“.
მას შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს პატიმარს, თუ როგორ განიხილება მისი ქმედებები ადგილობრივი კანონების თვალსაზრისით და მისცეს რამდენიმე რჩევა. მაგრამ მრჩეველმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებებს და მართოს პატიმრები.
5. როგორ კლავენ ოფიცრები პატიმრებს?
ტაილანდის ციხეში არსებობს რამდენიმე მიზეზი, რისთვისაც მათ შეუძლიათ სიცოცხლის მოსპობა, მაგალითად, ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობა. ოფიცრები მარტო არასდროს არაფერს აკეთებენ: თუ ვინმეს მოშორებას გადაწყვეტენ, ცემენ მას ან თვითმკვლელობის ინსცენირებას აწყობენ საკანში.
6. ტაილანდურ ციხეებში ევროპელებს არასოდეს ესვრიან
ავტორის მეხსიერებაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, როცა თეთრკანიანს სცემეს, მაგრამ არა სასიკვდილოდ. ევროპელისთვის სროლა ტაბუდადებულია. ძირითადად, ეს პრინციპი დაკავშირებულია პოლიტიკასთან და ტურიზმთან - თუ ევროპელები ტაილანდში თავს დაცულად არ გრძნობენ, მაშინ ვიზიტორთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდება და ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.
7. ტაილანდის ციხეებში პატიმრებს არ აქვთ სპეციალური ტანსაცმელი
არავითარი ნარინჯისფერი ფორმები ან ზოლიანი მაისურები. სპეციალური ტანსაცმელი გაიცემა მხოლოდ სტუმრების ზონაში სტუმრობისას, სადაც პატიმრებს კვირაში ორჯერ 40 წუთის განმავლობაში შეუძლიათ მისვლა. ატარებენ რასაც მოეწონებათ.
8. ნარკოტიკები ტაილანდის ციხეებში
ჰეროინი, მარიხუანა, ჰაშიში და კანაფი - ნარკოტიკები ციხეში შიდა ეკონომიკის საფუძველი გახდა. იქ ხვდებიან ადმინისტრაციის მუშაკებით და გარედან ამანათებით. მეტიც, ციხის მუშაკებმა იციან ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის შესახებ, მაგრამ არ უშლიან ხელს, არამედ ცდილობენ ისარგებლონ მისგან.
9. როგორ განიხილება სხვადასხვა რელიგია?
ტაილანდელთა უმეტესობა რელიგიური ხალხია, მათ არც კი უჩნდებათ კითხვა უნდა სწამდეთ თუ არა. მაგრამ ამავე დროს, ამ თემაზე კონფლიქტები არ არის. ყველაზე ძლიერი რელიგიებია ბუდიზმი და ისლამი.