x
მეტი
  • 22.06.2024
  • სტატია:135509
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509815
პირველი საქორწინო ღამის 8 ყველაზე უცნაური ტრადიცია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


მსოფლიოს ყველა ერში ქორწილის აღნიშვნა სავსეა რიტუალებითა და ტრადიციებით, და რაც შეეხება პირველ საქორწინო ღამეს? არსებობს რაიმე ჩვეულება ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა არსებობს! და თან როგორი! დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 ყველაზე უცნაურ და უჩვეულო საქორწინო ღამის ტრადიციას, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ.




1. სერენადა ფანჯრების ქვეშ


Серенады под окном


საფრანგეთში პირველი საქორწინო ღამე საკმაოდ ხმაურიანად ტარდებოდა, და აქ საუბარი მხოლოდ ახალდაქორწინებულებზე და მათ ვნებებზე არ არის. ტრადიციულად, ახალშეუღლებულების ფანჯრების ქვეშ, ყველა მათი მეგობარი და ნათესავი იკრიბებოდა, რომლებიც ტაფებსა და ქვაბებზე აჟღერებულ ჰანგებზე მღეროდნენ და ყვიროდნენ, მათი დადუმება კი მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც წყვილი მათ დასალევს ან საკვებს შესთავაზებდა.



2. საქორწინო ღამე ბეღელში


Первая брачная ночь в амбаре


მთელი ცხოვრება ოცნებობდით პირველი ღამის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გატარებაზე? შოტლანდიის კუნძულ მალიზე კი, საქორწინო ღამეს სტუმრების მიერ გაძევებული ახალგაზრდები ბეღელში, თივის ზვინზე ან სახლის გარეთა მინაშენში ატარებდნენ, არც იმდენად რომანტიკულია, რას იტყვით?




3. რაც მეტი ადამიანი, მით უკეთესი


image


მე-18 საუკუნის ევროპაში, პატარძალთან და მის საქმროსთან დაახლოებულ რამდენიმე პირს შეეძლო წყვილის სქესობრივი აქტისთვის თვალის დევნება. ეს კი იმისთვის ხდებოდა, რომ ქორწინება ოფიციალურად დადასტურებულიყო.




4. ყველი საწოლში


image


შოტლანდიაში ოდესღაც არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც იღბლის მოსაზიდად ახალდაქორწინებულები საწოლში 500 გრამ ლიმბურგულ ყველს დებდნენ და პირსახოცებს შორის მას კარგად სრესდნენ.




5. სამი დღის განმავლობაში საპირფარეშოთი სარგებლობისგან და დაბანისგან თავის შეკავება



image


ინდონეზიასა და მალაიზიაში ახალდაქორწინებულებს ქორწილიდან სამი დღის განმავლობაში საფირფრეშოთი და აბაზანით სარგებლობა ეკრძალებოდათ. წყვილს სახლიდანაც არ უშვებდნენ და მინიმალური რაოდენობის საკვებსა და სასმელს აწვდიდნენ.




6. ინდური გადასაფარებელი


image


პატარძალი საძინებელში, ოჯახის წევრების გარემოცვაში იმალებოდა, რის შემდეგაც საქმრო ნათესავებთან ერთად ოთახში შედიოდა და იმის გარკვევას ცდილობდა საწოლის გადასაფარებლის რომელი მხარე უმალავდა მის ქვეშ დამალულ მომავალ მეუღლეს სახეს და ფეხებს. პატარძლის ოჯახი სიძეს თავგზას უბნევდა, თუ საქმრო გამოიცნობდა, სად იყო პატარძლის თავი, მაშინ ტრადიციის მიხედვით, ის მთელი ქორწინების განმავლობაში მეუღლესთან თანაბარ პირობებში იცხოვრებდა, ხოლო თუ ის შემთხვევით ფეხებს აირჩევდა, ვალდებული იყო მომავალი მეუღლისთვის სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა.



7. თევზით ცემა


image


კორეაში საქმროს მეგობრები იკრიბებოდნენ, რათა მას ქორწილის ღამეს დახმარებოდნენ. ისინი ჯერ საქმროს წინდებს ხდიდნენ, ფეხებს უკრავდნენ და ქუსლებზე თევზებით ურტყამდნენ. თამაშის დროს ახალდაქორწინებული იკითხებოდა, და თუ მისი პასუხები მეგობრებისთვის არადამაკმაყოფილებლად ჟღერდა, მას ქუსლებზე კიდევ უფრო ძლიერად სცემდნენ. ითვლებოდა, რომ თევზით ცემა საქმროზე აფროდიზიაკივით მოქმედებდა და მას ქორწილის ღამის უკეთ გატარებაში ეხმარებოდა.





8. საკვები უნიტაზში


image


ფრანგული "Le Pot de Chambre"-ის ტრადიციის მიხედვით სტუმრები ახალდაქორწინებულებს ოთახში სუფთა ღამის ქოთანს უგზავნიდნენ, რომელიც სუფრიდან აღებული ალკოჰოლითა და საკვებით იყო სავსე, რაც ახალდაქორწინებულებს ხანგრძლივი და ვნებიანი ღამის გატარებაში უნდა დახმარებოდა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. საფრანგეთში ახალგაზრდა წყვილს დღემდე შეიძლება ხუმრობით უნიტაზი აჩუქო, თუმცა ყველაზე ხშირად ეს მხოლოდ ჭურჭელია, რომელიც მას ფორმით წააგავს. ასეთ "უნიტაზს" ჩვეულებრივ შოკოლადის ფონდიუთი ან შამპანურით ავსებენ.





0
433
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
433