x
image
მანანა თურმანიძე
რუსული ბომბების სარაკეტო შეტევა პოლონეთზე
image


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, ინდონეზიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ რაკეტა, რომლის შედეგადაც ნატო-ს მოკავშირე პოლონეთში ორი ადამიანი დაიღუპა, რუსეთისგან გასროლილი ყოფილიყო, მაგრამ იგი დაჰპირდა პოლონეთს მხარდაჭერას "რუსეთში ნაწარმოები რაკეტით" დაბომბვის გამოძიებაში.


დღეს, ოთხშაბათს დილით, ინდონეზიაში ბაიდენმა მოიწვია სამიტის მონაწილე და ნატოს ლიდერების "გადაუდებელი" შეხვედრა კონსულტაციებისთვის თავდასხმის გამო, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან.


"არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომლის თანახმად ტრაექტორიის ხაზში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო გასროლილი, მაგრამ ჩვენ გადავამოწმებთ", - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტებს კითხვაზე, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი.



ამ ეტაპზე გაურკვეველი იყო ვარაუდობდა თუ არა ბაიდენი, რომ რაკეტა საერთოდ არ იყო გასროლილი რუსეთის მიერ. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა და რუსული წარმოების შეიარაღების მარაგი, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, ამდენად უნდა გადამოწმდეს საიდან იყო გასროლილი რაკეტა.


პრეზიდენტი, რომელიც ღამით თანამშრომლებმა გააღვიძეს რაკეტის აფეთქების შემაძრწუნებელი ამბით ინდონეზიაში, დიდი ოცეულის სამიტზე ყოფნისას, დილით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას და გამოხატა თავისი "ღრმა მწუხარება" მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის გამო. ბაიდენი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტითაც დაჰპირდა „აშშ-ს სრულ მხარდაჭერას პოლონეთის მხარეს გამოძიებაში“ და „დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება ნატოს მიმართ“.


მან თქვა, რომ მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტ დუდასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრის შესახებ და რომ იყო „სრული ერთსულოვნება მაგიდასთან მყოფ ადამიანებს შორის“, რათა მხარი დაუჭირონ პოლონეთის თავდასხმის შესახებ გამოძიებას.


”უნდა დავრწმუნდეთ, გავარკვიოთ ზუსტად რა მოხდა, ” - თქვა ბაიდენმა, ”და შემდეგ ჩვენ ერთობლივად განვსაზღვრავთ ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს გამოძიების შედეგად.”


სასტუმროს ღონისძიებათა დარბაზში დიდ მრგვალ მაგიდასთან შეხვედრისას, აშშ-ს პრეზიდენტმა უმასპინძლა G-7-ის ლიდერებს, რომელშიც შედიოდნენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და ნატოს მოკავშირე ესპანეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრები.


ბაიდენმა მოგვიანებით ცალკე შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ახალ პრემიერ მინისტრთან რიში სუნაკთან.


„ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას“, - თქვა ბაიდენმა სუნაკთან და დასძინა, რომ „მოხარულია, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ერთსა და იმავე მხარეს დგანან“.


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტა დამზადებულია რუსეთში. მაგრამ პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, უფრო ფრთხილი იყო მის წარმომავლობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ოფიციალურმა პირებმა ზუსტად არ იცოდნენ, ვინ გაისროლა ან სად იყო დამზადებული იარაღი. მისი თქმით, "დიდი ალბათობით" ის იყო რუსული წარმოების, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გადასამოწმებელია. თუ დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც რუსული იარაღი ნატოს ქვეყანას დაეცა.


ნატოს ალიანსის საფუძველია პრინციპი, რომ ერთი წევრის წინააღმდეგ თავდასხმა არის თავდასხმა ყველა მათგანზე, რაც რაკეტის გაშვების წყაროს კრიტიკულს ხდის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრისთვის.


ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ლიდერებმა დაგმეს „რუსული სარაკეტო თავდასხმების უახლესი სერია“, რაც გულისხმობს ბოლო დღეებში რუსეთის დადასტურებულ დარტყმებს, რომლებიც მიზანში იღებს უკრაინის ელექტრო ქსელს და გამოიწვია მისი ფართო გათიშვა.


„იმ მომენტში, როდესაც მსოფლიო შეიკრიბა G-20-ზე დეესკალაციის მოთხოვნით, რუსეთი აგრძელებს ესკალაციას უკრაინაში, სანამ ჩვენ ვიკრიბებით“, - თქვა ბაიდენმა.


ბაიდენი და მისი მოკავშირეები აპირებენ რუსეთის იზოლირებას G-20-ის სამიტზე და ჯგუფის საბოლოო კომუნიკემ უნდა აჩვენოს, რომ G-20-ის ქვეყნების „უმრავლესობა“ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

5
246
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
246
  
2022, 17 ნოემბერი, 2:25
ძალიან მებრალებით!
2022, 16 ნოემბერი, 20:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
2022, 16 ნოემბერი, 20:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
2022, 16 ნოემბერი, 20:17
უიმედო რუსოფილი რომ ხართ გასაგებია, მაგრამ კულტურასა და კორექტულობასთან რომ ძალიან მწყრალად ბრძანდებით, ესეც არანაკლებ გასაგებია. გმადლობთ კომენტარებისთვსის, დროს არ იშურებთ ჩემთვის, ალბათ სამსახურეობრივი მოვალეობაა. რაც შეეხება რას მოვრჩები და რას არა - გაგიკვირდებათ, რომ თქვენნაირების ნეგატივი მოტივაციას კიდე უფრო მმატებს.
2022, 16 ნოემბერი, 19:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5