x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რუსეთის პოლონეთზე თავდასხმა
image

ორი ადამიანი დაიღუპა სამშაბათს, 15 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ჭურვი მოხვდა უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონურ სოფელ პრჟევოდოვში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მოიწვია საგანგებო შეხვედრა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ოფიციალურ პირებთან- განაცხადა მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა. მიულერმა არ დაადასტურა ინფორმაცია სარაკეტო დარტყმის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ შეხვედრა გაიმართა "კრიზისული სიტუაციის" გამო. რაც შეეხება თეთრ სახლს, მან არ დაადასტურა რაკეტების შესახებ ინფორმაცია. აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტები პოლონეთში გადავიდა.

ლიეტუვა სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს. ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს", - დაწერა ნაუსედამ Twitter-ზე.


სოფელი პრჟევოდოვიში აღმოსავლეთ პოლონეთშია, სადაც ცხოვრობს 710 ადამიანი. მდებარეობს რეგიონის დედაქალაქ ლუბლინის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 130 კილომეტრში და უკრაინიდან 7 კილომეტრში.

პოლონეთი უკრაინის მოსაზღვრესახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა. გარდა ამისა, ევროკავშირისა და ნატოს წევრია. ნატოს მე-5 მუხლის მიხედვით, ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ნატოზე თავდასხმას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო პოლონეთის საზღვრისკენ რაკეტის დამიზნება და პოლონური მედიის ცნობებს უწოდა "მიზანმიმართული პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით", ნათქვამია განცხადებაში.


24 თებერვლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში ომს.

0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
139