x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დიაგნოზი ერთი წვეთი სისხლით- აფერისტ გამომგონებელს, რომელმაც მთელი ამერიკა გააბრიყვა 15-წლიანი პატიმრობა ელოდება
image


მთელ მსოფლიოს სჯეროდა, რომ მან შექმნა მოწყობილობა, რითაც შესაძლებელი იყო დიაგნოზის დასმა ერთი წვეთი სისხლით.


როდესაც ის 19 წლის იყო, მედიამ ელიზაბეტ ჰოლმს დაარქვა მეტსახელი - "სტივ ჯობსი ქვედაბოლოთი". მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.


მისი სასწაულმოქმედი აპარატი, ''ედისონი'' ვარაუდობდნენ, რომ იქნებოდა გარღვევა დაავადების დიაგნოსტიკაში. პროექტის განვითარებაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, მაგრამ სასწაული არ მოხდა... 2016 წელს აშშ-ის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კომპანია Theranos-ის საქმიანობაზე, რომელსაც ჰოლმსი ხელმძღვანელობდა. ექვსი წლის განმავლობაში გამოძიება აგროვებდა მტკიცებულებებს ელიზაბეტის მიერ ორგანიზებული თაღლითური სქემის შესახებ. 18 ნოემბერს სასამართლომ საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს.


image

11 ნოემბერს ფედერალურმა პროკურორებმა სასამართლოს სთხოვეს, რომ Theranos-ის აღმასრულებელი დირექტორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს ინვესტორების მოტყუებისთვის.


46-გვერდიან მოხსენებაში, რომელიც წარმოადგინა აშშ-ს პროკურორის თანაშემწემ რობერტ ს. ლიჩმა, ნათქვამია, რომ ელიზაბეტ ჰოლმსმა ინვესტორებთან პატიოსანი ურთიერთობის ნაცვლად არჩია პაციენტების მოტყუება და მილიარდების გამომუშავება.


„ჰოლმსის თაღლითობის მასშტაბებიდან გამომდინარე, 180 თვით (15 წელი - ავტ.) თავისუფლების აღკვეთა ასახავს დანაშაულის სერიოზულობას, უზრუნველყოფს სამართლიან სასჯელს და შეაკავებს ჰოლმსს და სხვებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.


პროკურატურამ ასევე მოითხოვა თაღლითობის მსხვერპლთა სასარგებლოდ 800 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა, რადგან თაღლითობამ რეალურად საფრთხე შეუქმნა მრავალ პაციენტის ჯანმრთელობას.


ამას წინ უძღოდა ჰოლმსის ადვოკატების მიმართვა. ბრალდების მხარის შუამდგომლობამდე ერთი დღით ადრე დაცვის მხარემ სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შემსუბუქებული სასჯელი - არაუმეტეს 18 თვის თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ადვოკატების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ამერიკელი ქალის რეპუტაცია სამუდამოდ განადგურდა, ის გარშემომყოფებისთვის კარიკატურულ პერსონაჟად იქცა, „ვისაც დასცინიან“. უფრო მეტიც, ჰოლმსი არ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს საზოგადოებისთვის და მას არ აქვს კრიმინალური წარსული.


მაგრამ ადვოკატთა მიერ ამ 82 გვერდიანმა არგუმენტებმა პროკურორებზე ვერ იმოქმედა.


ისინი ელიზაბეტ ჰოლმსის თაღლითობას უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს, რომელიც ოდესმე მომხდარა სილიკონის ველში, უარყოფენ ადვოკატთა ყოველგვარ არგუმენტს, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ სასამართლო, რომ ბრალდებული მართლმსაჯულების არაგონივრული და უსამართლო დევნას ექვემდებარებოდა.


როგორ დაიწყო დიდი აფერა?



2003 წელს სტენფორდის სტუდენტმა ელიზაბეტ ჰოლმსმა გადაწყვიტა შეექმნა სამედიცინო მოწყობილობა, სახელად ''ედისონი'' რომელსაც შეეძლო აღმოეჩინა დაავადებები სისხლის ერთი წვეთით, გრიპიდან თუ როტოვირუსიდან დაწყებული და კიბოთი თუ აივ ინფექციით დამთავრებული .აღარ იქნებოდა საჭირო ინექციები, სისხლის ჩაბარება და ვენიდან სისხლის აღება - საკმარისი იყო თითზე ჩხვლეტა და ეგ არის.


ჰოლმსი ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანს ექნებოდა სახლში "ედისონის" მოწყობილობა, ისევე როგორც სტივ ჯობსის მიერ შექმნილი iPhone ან iPod-ი იდეა მოითხოვდა ფართომასშტაბიან რეალიზაციას, ამიტომ გოგონამ მიიწვია Apple-ის თანამშრომლების გუნდი, რომ ემუშავათ მოწყობილობის დიზაინზე და მიეღწიათ მაქსიმალურ მსგავსება ყბადაღებულ „ვაშლთან“.


2013 წელს ჰოლმსმა თავისი გამოგონების გაყიდვა დაიწყო. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მან განაცხადა, რომ მოწყობილობა გამოცადეს აშშ-ს სამხედროებში. თუმცა, ელიზაბეთმა თავისი სიტყვები მტკიცებულებებით არ გაამყარა. მაგრამ ეს არც იყო საჭირო - დისტრიბუცია გაფორმდა Walgreens-ის სააფთიაქო ქსელთან და სუპერმარკეტებთან Safeway.


2015 წელს ჰოლმსმა გააფორმა ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მისი მოწყობილობა ანალიზისთვის გამოყენებული იქნებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების ქსელებში.

image

"ედისონის" პოპულარობა სწრაფად გავრცელდა. მის მიღებაზე მთელი ამერიკული ისტებლიშმენტი და ჰოლივუდი ოცნებობდა, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი თუ მილიარდერი რუპერტ მერდოკი. არ ჩამორჩნენ რიგითი ამერიკელები, რომლებსაც მცირე თანხის სანაცვლოდ სურდათ რაიმე დაავადების თავიდან აცილება.


ინვესტორები რიგში ჩადგნენ. კომპანიის კაპიტალმა 9 მილიარდ დოლარს მიაღწია, ელიზაბეტ ჰოლმსი, რომელიც კომპანიის ნახევარს ფლობდა, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა.



image

2015 წელს Theranos-ის წარმატებით დაინტერესდა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯონ კარირა. მან შეისწავლა კომპანიის საქმიანობა დაარსების დღიდან, გამოკითხა ყოფილი თანამშრომლები და გამოაქვეყნა სკანდალური გამოძიება.


ყოფილმა თანამშრომლებმა აღიარეს, რომ მათ ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და მოითხოვდნენ, რომ დაემალონ ის ფაქტი, რომ მხოლოს"ედისონი" ლამაზად შეფუთული ფუტლიარი იყო.


აპარატზე მუშაობისას სპეციალისტები მიხვდნენ, რომ დიაგნოზის დასადგენად სისხლის ერთი წვეთი საკმარისი არ იყო.


შესაძლოა, იმის გაცნობიერებამ, თუ რა საშინელება შეიძლება გამოიწვიოს "ედისონის" ბაზარზე შემდგომმა წინსვლამ, აიძულა მის მთავარ კონსტრუქტორს იან გიბონსს, თავი მოეკლა 2013 წელს, ეს მოხდა სასამართლოში გამოსვლის წინა დღეს, რა დროსაც თავისი გამოგონება უნდა დაეცვა.


image

Theranos-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ ასობით სარჩელი აღიძრა. ხალხი ჩიოდა, რომ აპარატი არასწორად სვამდა დიაგნოზს, მათ შორის სასიკვდილოს.


2016 წელს "ედისონის" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟთან დაკავშირებით, აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტმა აუკრძალა კომპანია Theranos-ს შემდგომი საქმიანობა და საქმე სასამართლოს გადაეცა.


2018 წელს, თაღლითობის მუხლით საქმე აღიძრა ელიზაბეტ ჰოლმსისა და მისი ყოფილი ბოიფრენდის, რამეშ ბალვანის წინააღმდეგ. კარგი ქცევის გამო წყვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


თუმცა, არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ელიზაბეტმა მთლიანად აირჩია კლასიკური ტაქტიკა: მან დაადანაშაულა ყოფილი ბოიფრენდი ყველა ცოდვაში და თქვა, რომ მან ვითომ უბიძგა მას ამ ავანტურის წამოწყება.

0
542
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0