x
image
თუთიკო ბერძენა
ალეკო ელისაშვილი: "ვაბედინებთ რუსებს და გვიბედავენ! ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვისაც ამცირებენ!"


image

„იმიტომ გვიბედავენ ამდენს რუსები, რომ გიგა ოთხოზორია რომ დაგვიკლეს ქართული პოლიციის საგუშაგოზე და მისი მკვლელი დღემდე ლაღად დადის. გამოფატრული რომ დაგვიბრუნეს ლომივით ბიჭი აჩიკო ტატუნაშვილი და მისი მკვლელები დადიან არხეინად. ვაბედინებთ და გვიბედავენ!“- განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“


თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთი შეურაცხყოფს და ამცირებს.



„უკრაინას და უკრაინელებს მინდა, მივულოცო ხერსონის დაბრუნება 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ. ცრემლებით ვუყურებდი, როგორ ეგებებოდნენ ხერსონელები საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას ოკუპირებულ ქალაქში და როგორ აღტაცებით სკანდირებდნენ საკუთარი ჯარის, საკუთარი შეიარაღებული ძალების სახელს და ჩემდა სამარცხვინოდ მინდოდა, რომ იმ დღეს, 11 ნოემბერს მიწა გამსკდომოდა მე, როგორც ქართველს და რადგან 11 ნოემბერსვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში ისევ დაგვიყენეს ინსტალაციები რუსმა ოკუპანტებმა, მიწა-წყალი შემოგვიღობეს ისევ ჩვენ ზუსტად იმ დღეს, როცა უკრაინული არმიის დანახვაზე უკანმოუხედავად გარბოდნენ რუსები, ზუსტად იმ დღეს დაგვამცირეს კიდევ ერთხელ ჩვენ. მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ ისევ რუსები. დედამიწაზე ერთადერთი სახელმწიფო ვართ. ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს და ჩვენ ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხგვყოფენ. უფრო მეტიც, ფიანდაზები რომ დაუგეთ საზღვარზე რუს დეზერტირებს, აი, იმათგან ერთი იდგა მარჯანიშვილზე და დედას გვაგინებდა ნახევარი საათით ქართველებს პერსონალურად და იქვე ერთი კაცი არ აღმოჩნდა, რომ საკადრისი პასუხი გაეცა. დაიჭირეს და მეორე დღეს გაუშვა პოლიციამ. მეორე დღეს კი რუსმა წიხლქვეშ გაიგდო ქართველი გოგო კაფეში, აი, ასეთი უმადური იმპერიალისტი ხალხია ესენი და ამიტომ არ უნდა ყოფილიყო მაგათი ფეხი აქ!“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0