ვარსკვლავები ია ოსტერგრენი, ყველაზე გრძელფეხება მოდელი მსოფლიოში 2022, 14 ნოემბერი, 14:44 ![]() ია ოსტერგრენი რომელიც შვედეთიდანაა, ქალების იმ კატეგორიას ეკუთვნის რომლებზეც ამბობენ: "ფეხები ყურებიდან ეწყებაო". ასაკის მიუხედავად ია წარმოუდგენლად შთამბეჭდავი სხეულის მქონეა, 35 წლის იას არც წონა აწუხებს და არც ცელულიტები, რაც ასე "მოდური" გახდა ბოლო პერიოდში. თან ერთი რამაა გასათვალისწინებელი, ია ორი შვილის დედაა. ![]() გოგონა გაიზარდა და "იხვის ჭუჭული" ნამდვილი გედი გახდა. სკოლის დამთავრებისას იას უკვე თაყვანისმცემლების მთელი "არმია" ჰყავდა. 178 სანტიმეტრი სიმაღლის გოგოს ფეხების სიგრძე 108 სანტიმეტრი იყო უკვე სკოლის დამთავრებისას. ![]() გოგონას ამაში ხელს უწყობდა მომავალი მეუღლე, შვედეთის ახალგაზრდა ჩემპიონი ბოდიბილდინგში-ტორნბერნ ოსტერგრენი. წყვილი მალევე დაოჯახდა და ტორნბერმა იასთვის ვარჯიშების პროგრამა შეადგინა, სადაც ვარჯიშთან ერთად კვების რაციონის იყო გაწერილი, რაც იას სხეულის გაუმჯობესების მიზეზი გახდა. ![]() იამ სულ ორჯერ მიატოვა სავარჯიშო დარბაზი შვილების გაჩენის პერიოდში. ბავშვების გაჩენისთანავე ია სპორტულ დარბაზში გარბოდა სხეულის ფორმების აღსადგენად და ეს მას კარგადაც გამოსდიოდა. ია ძალიან პოპულარული მოდელია მისი გარეგნობის გამო, "ინსტაგრამზე" კი 242 000-ზე მეტი ხელმომწერი ყავს და ხელმომწერების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს, მას შემდეგ რაც ია "ინსტაგრამზე" გამოჩნდა. ამჟამად ია შვედეთის ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად მოდელად და ბოდიბილდერ ქალადაა მიჩნეული. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 754 4-ს მოსწონს |