x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყოფილმა ქმარმა ცოლის ახალ საყვარელს იარაღი პენისში ესროლა და თან ეს ამბავი პოლიციას სიცილით მოუყვა
image

ეჭვიანი ყოფილი ქმარი თან გულიანად იცინოდა, როცა პოლიციას უყვებოდა, როგორ ესროლა პისტოლეტიდან ცოლის ახალ საყვარელს პენისში.


37 წლის ბუნთერმ ონკაევი საკუთარ შეყვარებულთან ერთად სვამდა, როცა უცებ გაბრაზდა, გავარდა სახლიდან და შეიჭრა ყოფილი ცოლის სახლში ჩუმფონში, (სამხრეთ ტაილანდი)


მან კარი გააღო, მომართა იარაღი და 40 წლის სომჩაი საკულჩაის საზარდულის არეში ესროლა; ბუნთერმის თქმით, ეს უბედური შემთხვევა იყოო.



შეშინებულმა ყოფილმა ცოლმა, 35 წლის უბორნატმა პოლიცია გამოიძახა და ლატარიის ბილეთების გამყიდველი ბუნთერმი ადგილზევე დააკავეს.


მიუხედავად იმისა, რომ მან ოფიცრებს უთხრა, იარაღმა "შეცდომით" გაისროლა, ის დააკავეს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.


image


40 წლის სომჩაი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე იყო, მაგრამ პენისი ისე დაზიანდა, ექიმები შიშობენ, რომ ის აღარ იფუნქციონირებს.


ბუნთერმი პოლიციას სიცილით და ცინიკურად უყვებოდა მომხდარ ინციდენტს: „ახალი დაბრუნებული ვიყავი სამსახურიდან, დავჯექი და ვსვამდი ალკოჰოლს ჩემს შეყვარებულთან ერთად, სანამ ავდგებოდი და ავიღებდი იარაღს, რომელიც კარადაში მაქვს შენახული...


ჩემი ყოფილი მეუღლის სახლთან გავიარე, ამიტომ გავჩერდი, რომ მელაპარაკა მასთან, მაგრამ ამ დროს შემთხვევით ხელში მეჭირა იარაღი და შეცდომით გამოვკარი ჩახმახს თითი, იარაღმა გაისროლა და სომჩაის ფეხებს შორის მოხვდა, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვაპირებდი.შოკში ვიყავი, ამიტომ სწრაფად წამოვედი, იარაღი ისევ კარადაში ჩავდე და პოლიციის მოსვლამდე ოთახის კარი დავკეტე."


ბუნთერმის ყოფილმა მეუღლემ უბონრატმა პოლიციას განუცხადა, რომ მას ორი შვილი ჰყავდა ყოფილ ქმართან, 15 წლის ბიჭი და ცხრა წლის გოგონა.


თუმცა, უბონრატმა თქვა, რომ მის ყოფილს არ შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება მის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინდნენ დაახლოებით ექვსი წლის წინ.



მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ბუნთერმს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

0
560
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0