x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილე-5 გამორჩეული ლექსი
image

დღეს, 14 ნოემბერს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა შესანიშნავ ქართველ პოეტს, მთარგმნელს და ესეისტს მურმან ლებანიძეს.ამ ღირშესანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ პოეტის ხუთ გამორჩეულ ლექსს:




1 უფლისციხესთან ..

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია! უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაქ. გორის აღმოსავლეთით.

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!



2

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი - საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!
3

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეცილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!"
4

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,
ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს
ნებადართულად!
შანსი მქონია - არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს,
ეგეც ქართულად!
თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო
თარგმნეთ ფრანგულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად!
მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს
ქართული,
ამიტომაც ვარ ქართველებთან
წელგამართული!
5

ციცო

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა
და პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!
ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის და
შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
ციცო ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
0
329
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0