x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„შემდეგზე ნახევარ მთვარე გეცადათ, ჯვარი ხუთი გაქვთ დროშაზე და მაინც არაფერი გეშველათ“
image

გუშინ რაგბში საქართველოსა და სამოას ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაში გაიმართა, რომელიც „ბორჯღალოსნების“ დამარცხებით ანგარიშით 19:20 დასრულდა.



თამაშის დაწყებამდე სამოას მორაგბეებმა ჰაკა შეასრულეს, ხოლო ქართველ მორაგბეებმა მოედანზე ჯვრის ფორმა გამოსახეს.


როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქართველი რაგბისტების ეს ჟესტი და მწვავე კომენტარებმაც არ დააყოვნა:



"გეხვეწებით ვინმემ მიჯიკეთ. გამაღვიძეთ და მითხარით, რომ ცუდ სიზმარში ვარ და გლობალურ ეროვნულ დაღ₾ევებას გადავურჩით", - წერს სულაშვილი.


„იმიტომ არ მოიგეს?! ვაი, ჩვენ ამათ პატრონს".


"უკულტურო და ბნელი რატომ უნდა იყოს მთელი ერი.

"ბიჭებო, შემდეგში გრაალის ფორმა ვცადოთ და მოვიგებთ!“, - წერს ანდრო ბარნოვი.


„შემდეგზე ნახევარ მთვარე გეცადათ, ჯვარი ხუთი გაქვთ დროშაზე და მაინც არაფერი გეშველათ“, - წერს ნიქო გორგილაძე.


"შემდეგში პიკაპზე შემომჯდარი მღვდელი აკურთხებს სტადიონს))"-მარიკა გორგილაძე


"ღამის ლოცვა დააკლეს, უეჭველი…"


"მარხვა არ უნდა გაეტეხნათ"

image

თუმცა არიან ისეთებიც, რომ რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მსგავსი რიტუალი უცხო არ არის და მრავალი სპორტსმენი მიმართავს მას:



„არც ერთი სპორტის სახეობა მხოლოდ ტექნიკური ჯახი არ არის ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის, მით უმეტეს რაგბი.


უამრავი ისტორიის, რიტუალის, თილისმების და მუღამის ამბავია. როგორც გულშემატკივარში, ისე ცალკეულ მოთამაშეებში და ისე გუნდებში.


რიტუალები როგორც წესი საბრძოლო განწყობის ამაღლებას, ქვეყნის კულტურის წარდგენას და იმედის ჩასახვას ემსახურება.


მაგალითად: ხავიერ ჰერნანდესი მუხლებზე მდგარი ლოცულობდა მატჩის წინ ხოლმე;


ბლანი ბარტეზს კოცნიდა ხოლმე თავზე; ნურმაგამედოვი ღმერთს ახსენებდა ჩხუბამდე; დვალიშვილი ყელზე ჩამოკიდებული საქართველოს რუკით მოძრაობს; ამერიკულ ფეხბურთში თილისმები ჰყავთ და იმათ დაარბენინებენ მოედანზე; მაორის კულტურას, სხვადასხვანაირი სარიტუალო ცეკვები არ გამოელევა და კი იცით ჰაკა რაგბიში;


ვიღაცა შეცვლაზე შესვლისას იწერს პირჯვარს, არველაძე მაგალითად და ა.შ. და ა.შ.


ჩვენი რაგბის ნაკრების ყველა ფორმაზე რაღაც იდეა იყო ყოველთვის.


ვაზი ეხატა ზურგზე, იმ ლეგენდის გატანა იყო, რომლის თანახმად მებრძოლები ომში ვაზით რომ მიდიოდნენ, ფორმას ღვინის ფერი მივეცით და ახლა წმინდა ნინოს ჯვარით დადგნენ, მოწინააღმდეგის საბრძოლო ცეკვის წინააღმდეგ.


და რა, ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში (გინდა ძველ თუ ახალ ისტორიულად და გინდა დღეს უკრაინაშიxxxxxxcc ქართველი მებრძოლების შემყურე) თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით ასე მართლა ვერ გავიგე, ან რა არის გაუგებარი ამ ჟესტში.


არა განა აღშფოთების, დაჟე ჯააან აღშფოთების უფლება არ გაქვთ. გაქვთ.


უბრალოდ ბონუსად იცოდეთ, რომ თქვენ კი უკეთესად იცით, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ლოგოც იდეალურია და ძალიან კარგი სხვათა შორის.



ახლა ქართულ რაგბს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა გამარჯვებაშიც და მარცხშიც ჩვენ ვართ მეთექვსმეტე:


მიაწვააა!“, - წერს არჩილ მარშანია.

0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0