სხვა მსოფლიოში ყველაზე ღრმა წერტილი- ჩელენჯერის უფსკრული (+ფოტოები) 2022, 13 ნოემბერი, 0:37 ![]() კვლევის შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ ყველაზე ღრმა წერტილში, ფსკერი ოკეანის ზედაპირიდან 8367 მეტრის მანძილზეა. 1951 წელს, ჩელენჯერ 2-ზე ბრიტანულმა ახალმა ექსპედიციამ, ექო-სმენის გამოყენებით დაადგინა უფსქკრულის სიღრმე. ფსკერის სიღრმე იცვლება მისი ტოპოგრაფიის მიხედვით. ამის შემდეგ პლანეტის ყველაზე ღრმა წერტილს ეწოდა ჩელენჯერის უფსკრული. ქვედა ფოტოზე მოცემულია როგორ დაეშვება სპეციალური მოწყობილობა ოკეანეში, სადაც 2 ადამიანია მოთავსებული შვეიცარიელი მეცნიერი, ჟაკ-პიკარდი და აშშ-ს საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი დონ უოლში. ეს იყო 1960 წლის 23 იანვარს, ადგილობრივი დროით, 08:23 საათზე დაიწყო ნელი ჩასლა სიბნელეში. 4 საათისა და 43 წუთის შემდეგ მოწყობილობა შეეხო ფსკერს. მკვლევარებმა ფსკერზე გაატარეს 20 წუთი, ამასობაში გადაიღეს უამრავი ფოტო, გაზომეს ტემპერატურა, ასევე დაინახეს პატარა თევზი, რომელიც უცნაური შესახედაობის იყო. მაღლა ასვლას 3 საათი და 27 წუთი მოანდომეს. ![]() ![]() მარიანას თხრილის შესწავლისას, კინო რეჟისორმა უამრავი ფოტო და ვიდეო გადაიღო, ასევე მანიპულატორების დახმარებით აიღო ნიადაგის სინჯები, შემდეგ მოგვიანებით გაირკვა, რომ მეცნიერებისთვის უცნობი მიკროორგანიზმები იყო. ამ დროისთვის ჯეიმს კამერონი არის მესამე და უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ღრმულის ფსკერზე ჩავიდა. ქვემოთ იხილეთ ასევე სხვა საინტერესო სტატიები![]() 705 2-ს მოსწონს |