საზოგადოება "ღმერთო ეს დღე გადამატანინე და..... აი, თუ ვიცოდე რა უნდათ?"- რა შეემთხვა ლალი მოროშკინას 2022, 11 ნოემბერი, 23:58 "ღმერთო ეს დღე გადამატანინე და არასოდეს აღარ გამოვიძახებ სულებს"- ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა და ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს:"ღმერთო ეს დღე გადამატანინე და არასოდეს აღარ გამოვიძახებ სულებსისევ ზარი "ფორმულადან"-კარგით, "მზიანი ღამე თუ არ დაგიწერიათ, აბა თანაავტორებს რომ ყავხართ ნახსენები?-მომეცით ტელ.გადავურეკავ-ყველა გარდაცვლილილია!-ბატონი?-მარტო თქვენ ხართ ცოცხალი!-და რა გნებავთ?-პასუხი კითხვაზე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია თუ ქველმოქმედი-პასუხი გარდაცვლილებისგან?-არა თქვენგან!-ქველმოქმედი!!!!კიდევ გაქვთ შეკითხვა?-მართლა არ დაგიწერიათ "მზიანი ღამე"?-დამიწერია კი, ვეფხის ტყაოსანი და შუშანიკის წამებაში მთავარი გმირიც მე ვარ!!!მიხეილ ცაგარელიაკი მაფრთხილებდი, სად შევიდა ჩემი ეტლი სააად?ვავაააააი თუ ვიცოდე რა უნდათ?¿??"- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ პიარტექნოლოგმა, ერთი დღით ადრე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ასევე "ფორმულას" კორესპონდეტთან საუბრის დეტალებს ეძღვნებოდა:"დღეს ეტყობა სავსე მთვარეობა მაქვს.მირეკავს "ფორმულას"ჟურნალისტი:-აი თქვენ რომ 2018 წელს "მზიანი ღამე დაწერეთო"...-ბატონი?-დიახ, დიახ თქვენ დაწერეთო!-არა გენც, გეშლებათ, ჩემი გამომცემელი "პალიტრაL"-ია, დაგუგლეთ!-როგორ? აბა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ვინ დაწერაო?ვაახ კაცოუ, ნეტა შემეძლოს ბატონი ბიძინას სიკეთეების აღნუსხვა და გამოცემა, უბრალოდ ამ თემაზე ჩემზე კომპეტენტური ხალხი მუშაობს...ისე "მზიანი ღამე" ნოდარ დუმბაძის არაჩვეულებრივი რომანია!მდაა ...ვიტირო, თუ ვიცინო?" - ვკითხულობთ პოსტში.103 შეფასება არ არის |