x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
პისტოლეტების მჭიდებზე ვაზნის დარჩენილი რაოდენობის აღნიშვნა სრულ უაზრობად მიმაჩნია
image
იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა და კორპორაციებმა დიდი ხანია რაც პისტოლეტების თუ ავტომატური შაშხანების მჭიდებზე სპეციალური ნახვრეტების და ციფრების გაკეთება დაიწყეს, მკითხველი იკითხავს რაა ამაში გასაკვირიო? ნაწილიც იკითხავს, საინტერესოა რა მიზნით კეთდება ნახვრეტი და რა როლი ეკისრება ციფრებსო?


მოგახსენებთ: ნახვრეტები მჭიდზე და ზედ გაკეთებული ციფრები ემსახურება იარაღის მფლობელის ინფორმირებას, იცოდეს თუ რამდენი ვაზნაა მჭიდში დარჩენილი.


მაგალითისათვის წარმოგიდგინეთ ჩეხური ბრენდული პისტოლეტის, ლეგენდარულ "ჩზ"-ს.


ხედავთ მჭიდზე ნახვრეტებს და ციფრებს 5-10-14, რაც იმას ნიშნავს, რომ ციფრის გვერდით ნახვრეტში თუა ბოლო ტყვიას, ზუსტად იმდენი ტყვიაა მჭიდში ანი ციფრის 5 თუა მჭიდშია 5 ვაზნა, თუ 10-ის შემთხვევაში 10 ვაზნაა და ასე შემდეგ.



თუმცა ჩემი შხედულებით ეს განკუთვნილია არაპროფესიონალებისათვის. კონტაქტური ბრძოლისას პისტოლეტს მჭიდს ვერ მოხსნი იმის დასანახად თუ რამდენი ვაზნა დაგრჩა მჭიდში, ამით კარგავ ძვირფას დროს და დიდია ალბათობა თქვენი პაუზით ისარგებლოს მოწინააღმდეგემ და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.


იარაღის მოყვარულებს ვურჩევ სროლისას გასროლის ავტომატურ თვლას მიეჩვიონ, უცბად არა, მაგრამ აუცილებლად მივლენ იმ კონდიციამდე ლულაში ბოლო ვაზნის მიცემა შეიგრძნონ და უკვე დაცლილი მჭიდი გამოუცვალონ პისტოლეტს.


ვიცი და მესმის, ეს არაა მარტივი რჩევა, მაგრამ სხვანაირი მეთოდი სამწუხაროდ არ არსებობს.


გამოცდილ მებრძოლს არ უჭირს ბრძოლის პერიოდშიც ზუსტად (უმეტეს შემთხვევაში) გამოთვალოს თუ რამდენი ვაზნა აქვს მჭიდში დარჩენილი და ცეცხლის ინტენსივობაც შესაბამისად აწარმოოს.


image

0
317
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
317