x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
61 წლის ბებია "ევროპის დედოფალი" და "მის სამყარო" გახდა
image

ნაზიფე ოსმანოვა ერთი კვირა ფიქრობდა იმის გადასაწყვეტად, მიეღო თუ არა მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა: „როდისღა, თუ არა ახლა“ და არც უნანია.


61 წლის ჩელიაბინსკელმა ნაზიფე ოსმანოვამ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ Ms & Mrs Universal World 2022 კონკურსზე ერთდროულად ორი ტიტული მოიპოვა და გახდა "ევროპის დედოფალი" და "მის სამყარო".


image


ღონისძიებაში 50 ქალი მონაწილეობდა 17 ქვეყნიდან. ნაზიფესთვის უცხო არ არის მის მიმართ ყურადღება - 80-იან წლებში ლამაზმანი რამდენიმე წლის განმავლობაში მოდელად მუშაობდა.

"პოზა, ლამაზი სიარული, გულწრფელი ემოციები, ღიმილი, კამერის წინ პოზირების უნარი - ეს ყველაფერი სამოდელო გამოცდილებით არის განპირობებული. ეს მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი მთელი ხელოვნებაა და, რა თქმა უნდა, შენს მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულებას აყალიბებს."-ნაზიფე ოსმანოვა.

image

ოსმანოვამ ჯერ კიდევ პერესტროიკის დროს წამოიწყო ბიზნესი, გახსნა სილამაზის სალონების ქსელი და თავადაც დაიწყო ოსტატად მუშაობა, მოდელობას სამი წლის წინ დაუბრუნდა. ამისთვის სწავლობდა რამდენიმე სამოდელო სკოლაში, რის შემდეგაც დაიწყეს მისი გადაღება ჟურნალებისთვის, მათ შორის უცხოურშიდაც, და მოდის ჩვენებებში მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაზიფას ცხოვრება ჩვეულებრივი პენსიონერის ცხოვრებას არ ჰგავს, ოსმანოვა ახერხებს დაუთმოს დრო როგორც ოჯახს, ასევე საყვარელ საქმიანობასაც და ჰობს.

image


"დაქორწინებული ვარ, სამი ვაჟის დედა და ოთხი შესანიშნავი შვილიშვილის ბებია ვარ . თავისუფალ დროს დავდივარ აუზზე, ვკითხულობ, ვსტუმრობ მასაჟის სალონს."-აღნიშნა კონკურსზე გამარჯვებულმა.

0
496
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0