მოვლენები 61 წლის ბებია "ევროპის დედოფალი" და "მის სამყარო" გახდა 2022, 9 ნოემბერი, 12:19 ![]() ნაზიფე ოსმანოვა ერთი კვირა ფიქრობდა იმის გადასაწყვეტად, მიეღო თუ არა მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა: „როდისღა, თუ არა ახლა“ და არც უნანია. 61 წლის ჩელიაბინსკელმა ნაზიფე ოსმანოვამ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ Ms & Mrs Universal World 2022 კონკურსზე ერთდროულად ორი ტიტული მოიპოვა და გახდა "ევროპის დედოფალი" და "მის სამყარო". ![]() ღონისძიებაში 50 ქალი მონაწილეობდა 17 ქვეყნიდან. ნაზიფესთვის უცხო არ არის მის მიმართ ყურადღება - 80-იან წლებში ლამაზმანი რამდენიმე წლის განმავლობაში მოდელად მუშაობდა. "პოზა, ლამაზი სიარული, გულწრფელი ემოციები, ღიმილი, კამერის წინ პოზირების უნარი - ეს ყველაფერი სამოდელო გამოცდილებით არის განპირობებული. ეს მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი მთელი ხელოვნებაა და, რა თქმა უნდა, შენს მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულებას აყალიბებს."-ნაზიფე ოსმანოვა. ![]() ![]() "დაქორწინებული ვარ, სამი ვაჟის დედა და ოთხი შესანიშნავი შვილიშვილის ბებია ვარ . თავისუფალ დროს დავდივარ აუზზე, ვკითხულობ, ვსტუმრობ მასაჟის სალონს."-აღნიშნა კონკურსზე გამარჯვებულმა. 497 2-ს მოსწონს
|