x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დასახელდა 10 ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური კაცები ცხოვრობენ
image

გამოცემა this-is-italy იმ ქვეყნების ათეულს ასახელებს, სადაც მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური მამაკაცები ცხოვრობენ. რეიტინგი 2022 წლის სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს ეყრდნობა. ამ შედეგების მიხედვით, საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება.

პირველ ადგილს არავის უთმობენ იტალიელი მამაკაცები. ისინი ამ სიაში კვლავ ჩემპიონები არიან. გამოცემა წერს, რომ იტალიელი მამაკაცები ძალიან ლამაზები არიან და ამასთან, ისე მოდურად იცმევენ, თითქოს სულ ახლახანს გადმოვიდნენ რომელიმე გლამურული ჟურნალის ფოტოებიდან.

image

მეორე ადგილი ბრაზილიელებმა დაიკავეს. მათი გარეგნული მომხიბვლელობა პორტუგალიური და სამხრეთ ამერიკული გენების გავლენის შედეგია. ბრაზილიელები გამოირჩევიან შეუდარებელი მამაკაცური სილამაზით.


image


მესამე ადგილზე მყოფი ბერძენი ბიჭები უბრალოდ განუმეორებლები არიან. ბერძენი მამაკაცები, უკვე მრავალი საუკუნეა, ქალების დიდი ყურადღების და მიზიდულობის ობიექტები არიან. ყველაზე მიმზიდველი, რაც ბერძენ კაცებს აქვთ, ეს მათი სიმეტრიული ნაკვთები და სქელი თმაა.

image


ფრანგი მამაკაცების ძლიერი მხარე მოვლილი გარეგნობა და გემოვნებიანი ჩაცმაა. მათი ეფექტური ვიზუალი კი ბევრი სხვადასხვა ეროვნების და კულტურების გავლენის შედეგია.

image

გამოკითხვების მიხედვით, მეხუთე ადგილი გერმანელმა კაცებმა დაიკავეს. გერმანელები ცნობილები არიან მიმზიდველი სახის ნაკვთებით და აღნაგობით და გლამურული ვიზუალით. ისინი არიან სიმპატიურები და აქვთ ძალიან თეთრი კანი, რაც მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი კლიმატის დამსახურებაა.

image

მეექვსე ადგილი ანგოლელ მამაკაცებს ხვდათ წილად. ანგოლელებს აფრიკული და პორტუგალიური გენები აქვთ. მათთვის დამახასიათებელია მუქი ფერის, ძალიან ლამაზი და მიმზიდველი კანი და დახვეწილი სახის ნაკვთები.

image

მეშვიდე ადგილზე მყოფი ავსტრალია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური კაცების ქვეყანაა. ავსტრალიელ ბიჭებს აქვთ ძალიან კარგი აღნაგობა და ლამაზი სახე. ისინი ასევე გამოირჩევიან ფოტოგენურობითაც.

image

მერვე ადგილზე დიდი ბრიტანეთია. ამ ქვეყანაში სიმპატიური კაცების დიდი არჩევანია. აქაური კაცები ძალიან კარგად გამოიყურებიან - ახასიათებთ მიმზიდველი სახის ნაკვთები, ელეგანტური ჩაცმულობა და საყვარელი ღიმილი.

image

მეცხრე ადგილი შვედმა კაცებმა დაიკავეს. შვედები იდეალური ქერა მამაკაცები არიან. აქვთ ულამაზესი ცისფერი თვალები, რაც მათი გამორჩეული ვიზუალის ერთ-ერთი მახასიათებელია. ინდივიდუალური და ბრწყინვალე გარეგნობა შვედებს ძალიან მიმზიდველებს ხდის.

image


ესპანელი კაცები ასრულებენ. ესპანეთი არა მხოლოდ ფეხბურთით, არამედ, სიმპატიური კაცებითაცაა ცნობილი. ესპანელ კაცებს თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოში ჰყავთ. ისინი კარგი, სპორტული აღნაგობით გამოირჩევიან.

image

3
2981
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
2981
  
2022, 19 ნოემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ნოემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ნოემბერი, 0:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3