სხვა აი, როგორ "იბადება" კომიქსის პერსონაჟი ანუ მეზღვაურობიდან ცნობილი მულტფილმის გმირობამდე 2022, 7 ნოემბერი, 18:05 ![]() ფრენკ (როკი) ფაიგელი (1968-1947 წლები) დაიბადა პოლონეთში. ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1887 წელს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტში დაიწყო სამსახური. როცა მხატვარმა-კარიკატურისტმა ელზი კრისლერ სეგარმა ის გაიცნო, ყოფილი მეზღვაური მუშაობდა მცველად და დამლაგებლად ტავერნაში ქალაქ ჩესტერში, ილინოისის შტატში. მას ჰქონდა მოჩხუბარის რეპუტაცია, რასაც მისი ჯგუფურ ჩხუბში დეფორმირებული თვალი ადასტურებდა (სწორედ თვალის დაზიანების გამო მიიღო მან მეტსახელი "Popeye" — “თვალდაჭყეტილი”). ფრენსი იმდენად ხშირად მონაწილეობდა ჩხუბში, რომ ადგილობრივ ლეგენდად იქცა, ფრენსის წარმოუდგენლად ძლიერი ფიზიკური ძალა და მოქნილობა აძლევდა საშუალებას, როგორც "ქუჩის მოჩხუბარს" გამოცდილი მოკრივეებიც გაესტუმრებინა ნოკაუტში. ფრენკი ყოველთვის ეწეოდა ჩიბუხს, რომელსაც საუბრის დროსაც კი არ იშორებდა. ფრენკს ძალიან უყვარდა ბავშვები, მათთან საუბრის დროსაც კი არ იშორებდა ჩიბუხს, თან ბავშვებს თავს გადახდენილ ისტორიებს უყვებოდა ბავშვობიდან მოყოლებული, თავის არაბუნებრივ სიძლიერეს კი ისპანახის სიყვარულს მიაწერდა. მხატვარ-კარიკატურისტ ელზას ბევრჯერ მოუსმენია ფრენკისგან მისი ისტორიები, რამაც მას შთააგონა შეექმნა მულტფილმის პერსონაჟი "მეზღვაური პაპაი", რომელიც 1027 წელს გამოჩნდა პირველად ეკრანზე და მალევე მოიპოვა არნახული წარმატება. მულტფილმი ლამის საუკუნოვანია და დღესაც არ კარგავს პოპულარობას. "მეზღვაური პაპაი" სტუდია Paramount Pictures -ის ერთერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმი გახდა "კასპერთან" ერთად. ![]() 148 5-ს მოსწონს |