x
image
ლადო_25
მე-18 საუკუნის ყველაზე ცნობილი მარტორქა სახელად -,,კლარა" (+ფოტოები)
image

1741 წლის ივლისში, ინდური მარტორქა სახელად “კლარა", მოხვდა ჰოლანდიის საპორტო ქალაქში. ვინ იფიქრებდა, რომ კლარა გახდებოდა ევროპაში განსაკუთრებული მარტორქა, რომლის სახელმაც 2 საუკუნე მოიცვა.


კლარა დაიბადა 1738 წელს, ინდოეთში. დედა მოუკლეს ნადირობის დროს, ხოლო პატარა კლარა ჰოლანდიური კომპანიის უფროსმა წაიყვანა, შემდეგ კლარა მიყიდეს ჰოლანიელ კაპიტანს ვან დერ მეერს. გრძელი მოგზაურობის შემდეგ ინდოეთიდან ჰოლანდიაში აღმოჩნდა, ხალხი გაოცებული იყო კლარათი. ადამიანები, რადგან ასე აღფრთოვანდნენ ცხოველით, კაპიტანმა გადაწყვიტა გემი გაეყიდა და კლარასთან ერთად ემოგზაურა მთელს ევროპაში, ცხოველი იწონიდა 2 ტონას და რთული იყო მასთან ერთად გადაადგილება, საჭირო იყო დიდი რაოდენობის ადამიანების დაქირავება. ვან დერ მეერმა კლარას მუდმივად მიუჩინა ვეტერინარი, მას მხოლოდ სუფთა საკვებს აძლევდნენ, არასდროს ძალადობდნენ ფიზიკურად. გადაჰყავდათ დახურულ ვაგონში, 8 ცხენის მიერ.



იტალიელმა მხატვარმა პიეტრო ლონგინიმ ხელი არ გაუშვა კლარას განსახიერების შესაძლებლობა


image

სანამ კლარა ერთ ქალაქში იმყოფებოდა, მეორე ქალაქში ჩასვლამდე კეთდებოდა ამაზე რეკლამა, მასთან მოდიოდნენ როგორც მდიდრები, ასევე ღარიბები.


მარტორქა კლარა, ფრანგი მხატვრის ჟან -ბატისტ ოდრის, 1749 წელი

image

საოცარმა სანახაობამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადობაზე, რომ კლარა ყველგან იყო გამოსახული, მაგალითად, ნახატებში, ფრესკებში, ბარელიეფებზე, ის ასევე შეიძლება მოიძებნოს სკულპტურის სახით.


მსოფლიოში ცნონილი მარტორქა სიბერის შედეგად გარდაიცვალა 1758 წლის აპრილში, ლონდონში. კლარამ ყველაზე გრძელი, საინტერესო და ალბათ ბედნიერი მარტორქის ცხოვრებით იცხოვრა.


image

ასევე იხილეთ სხვა საინტრესო სტატიები

image1)მთვარის უნიკალური ფოტოები, ის რაც აუცილებლად უნდა ნახოთ! (+ფოტოები)

2)ამსტერდამში, მდინარის ფსკერზე აღმოჩენილი უნიკალური ნივთები ( +ფოტოები)

3)2000 წლის წინანდელი რომაული ფეხსაცმელი ( +ფოტოები)

4)მსოფლიოში სიკვდილით დასჯის უჩვეულო რიტუალები (+ ფოტოები)

5)მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეტეორიტი დაეცა (+ფოტოები)

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
86