x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
170 ათასზე მეტი მოწონება და "წლის მამის" სტატუსი...
მეშახტემ შვილი მატჩზე სამუშაოს დასრულებისთანავე მიიყვანა. დაბანის დრო არ ჰქონდა, ვერ მოასწრებდა სამუშაო ფორმის გამოცვლასაც კი... თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე მისული სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდებოდა.


NCAA Kentucky-ის გუნდურ თამაშზე ეს კაცი შენიშნა გუნდის ცნობილმა მწვრთნელმა ჯონ კალიპარმა. მან ასევე გააკეთა პოსტი, რომელმაც 170 ათასზე მეტი მოწონება დააგროვა:


"ეს კაცი მოვიდა ჩემი გუნდის სანახავად მძიმე მორიგეობის შემდეგ. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მე მაქვს VIP ბილეთები მისი ოჯახისთვის“.


გმირის მეუღლე კომენტარებში გამოეხმაურა და მისი ქმრის სახელი გაამხილა: მაიკლ მაგუაირი. კაცი მართლა მაღაროში მუშაობს: იმ დღეს ცვლაში წავიდა დილის 4:45 საათზე, 12 საათიანი მძიმე სამუშაოს შემდეგ, მაინც მოახერხა შვილის საყვარელი გუნდის საღამოს თამაშზე წაყვანა



ბავშვის ბედნიერებისთვის დრო უნდა წაერთმია შხაპს. მაგრამ ახლა მაგუაირის ოჯახი Wildcats თამაშს უყურებს ყველაზე მაგარი ადგილებიდან.


თავად მაიკლს კი უკვე "წლის მამას" უწოდებენ

image
კალიპარის სოციალური მედია / არჩილ ჯალაღონია
4
697
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
697
  
2022, 19 ნოემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ნოემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ნოემბერი, 0:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ნოემბერი, 10:17
მაგარი კაცი
0 1 4