x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135855
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510224
DSquared2-შემოდგომა 2012
პოპულარული მოდური ბრენდი Dsquared2- შექმნეს ტყუპმა ძმებმა დინ და დენ კატენებმა. ტყუპებმა მშობლიური კანადა დატოვეს 1991 წელს და გადავიდნენ იტალიაში, მამის მხრიდან ბებიის სამშობლოში (კატენი ეს შემოკლებული კატენაჩი გახლავთ). სამ-ოთხ წელიწადში მათ შეძლეს მთელი მოდური სამყაროს გადაბრუნება ამერიკული პოპ-კულტურის და შესანიშნავი იტალიური სილუეტების თამამი შეხამებით.

image

მოდური ბრენდის Dsquared2 წლევანდელი საშემოდგომო კოლექცია შთაგონებულია 60-იანი წლებით, მოდური სტილი გამოყენებული იქნა ტანსაცმლის მოდელებში, ვარცხნილობას და მაკიაჟში, ასევე აქსესუარებში. დიზაინერთა დუეტმა 60-იანი წლები გააცოცხლა პოდიუმზე და მოდელები ჩვენებაზე სიგარეტით ხელდამშვენებული გამოვიდნენ, სიგარეტი ხომ განუყოფელი ნაწილი გახლდათ ამ ბობოქარი წლების ყოველდღიურობისთვის.

image


საშემოდგომო კოლექცია მოიცავს დამოკლებულ ვიწრო შარვლებს, ფანქარ-ქვედაბოლოებს, ასევე საღამოს გრძელ სამოსს და პალტოებს, აქაც ბრენდისთვის დამახასიათებელი საპირისპიროს შერწყმაა წარმოდგენილი-მაქმანი და ოქროსფერი ძაფები შეხამებულია ჯინსებთან, ხოლო ნიანგის ძვირფასი ტყავი კი გაფორმებულია წავის ბეწვით.

კოლექცია გამოირჩევა ლამაზი ფერებით: მარჯნისფერი, ხასხასა მწვანე, ნაზი ლურჯი და ყვითელი.. ნამდვილი შემოდგომის ფერები გახლავთ და სითბოს შეგრძნებას ტოვებს.

image

image

image

image

image

image

image

image

image

1
65
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
65
  
2012, 26 სექტემბერი, 14:44
ნუ ეს სხვა დონეა რა :)
0 1 1