x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
ამბავი, რომელიც მიხეილ ხერგიანს გადახდა... მთასვლელი, რომელსაც "კლდის ვეფხვის" სახელით მოიხსენიებენ...
1959 წლის იანვარში გროზნოდან მთებში წავიდა 9 ადგილობრივი მოლაშქრე. დაიწყო თოვა. 6 უკან დაბრუნდა მოყინული ფეხის თითებით, ხოლო სამი - ორი ბიჭი და ერთი გოგო, დაიკარგნენ. 4 დღე გადაუღებლად თოვდა. მათ საძებნელად წავიდა 3 ადგილობრივი ჩეჩენი მონადირე და 10 ჩეჩენი ალპინისტი. ისინიც დაიკარგნენ. ამის შემდეგ გამოცხადდა საკავშირო ძებნა და ჩეჩნეთის ამ ხეობაში თავი მოიყარა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ალპინისტთა ჯგუფმა, მათ შორის იყო სამი ქართველი - მიხეილ ხერგიანი, უმცროსი, მიშა ხერგიანი და იოსებ კახიანი. ჯგუფი შეუყვა ხეობას, ექვსი საათის შემდეგ მათ შეხვდათ 10 ჩეჩენი ალპინისტი, რომლებმაც უთხრეს რომ უკან გაბრუნდით, ჩვენ უღელტეხილამდე ვერ ავედით, დიდი თოვლია, ვერც მონადირეების ვერ გავიგეთ ვერაფერი და ვერც დაკარგული მოლაშქრეებისო. აზრი არ აქვს, ყველანი თოვლში იქნებიან დამარხულებიო. ჯგუფმა მაინც განაგრძო გზა და უღელტეხილამდე არმისული, დაკარგულ მონადირეებს შეხვდნენ, რომლებმაც ასევე უთხრეს, რომ გზის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ზვავებია და ყველანი ჩაიმარხებით და ვერც ვერავის იპოვითო. ერთი მოხუცი ჩეჩენი მონადირე მუხლებზეც დაუდგა მიხეილ ხერგიანს, ახალგაზრდები ხართ, მეცოდებით, დაიღუპებითო. ჯგუფმა მაინც გააგრძელა გზა, თუმცა უღელტეხილზე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა. მხოლოდ სამმა ქართველმა განაგრძო გზა, გაიარეს რთული მონაკვეთები, ზვავიც მოწყდა რამდენჯერმე, მაგრამ მაინც მიაღწიეს ადგილს, საიდანაც დაკარგული მოლაშქრეების კარავი იდგა. რვა დღე-ღამის განმავლობაში იყვნენ ამ კარავში გადაუღებელ თოვლში ეს მოლაშქრეები. ქართველი ალპინისტების მისვლიდან მხოლოდ 7 საათის შემდეგ შეძლეს მათ ხმის ამოღება. დღიურში დაეწერათ, სიკვდილის წინ გავუღიმოთ ერთმანეთსო. პატარა პურის ნატეხიც ჰქონდათ დარჩენილი და როდესაც მიშა ხერგიანმა ჰკითხა, თუ რატომ არ ჭამეს, ბიჭებმა თქვეს, ჩვენ გვინდოდა გოგოს შეეჭამა, მან კი უჩვენოდ არ ჭამაო...
image
მიხეილ ხერგიანი იგივე “კლდის ვეფხვი" დიდი ქართველი ადამიანი, რომელიც 1932 წლის 20 მარტს დაიბადა, სვანეთის ერთ-ერთი პირველი მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის სახლში, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო. ნათლობისას მას სახელი ჩხუმლიანი დაერქვა.
მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მოზარდობისას მიშა მთებზე ასვლის ამბებს ისმენდა. დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის ინსტრუქტორების საკავშირო სკოლას ამთავრებს. ერთი წლის შემდეგ პრიელბრუსიეში, ადირ-სუს ხეობაში მდებარე ალპინისტურ ბანაკ „მეტალურგში“ ინსტრუქტორად იწყებს მუშაობას. 1956 წლიდან მიხეილი — შხელდას ხეობაში ალპინისტური ბანაკ „სპარტაკის“ სამაშველო რაზმის უფროსია. 1952 წელს ქართველმა სპორტსმენმა ალპინიზმის მეორე თანრიგის ნორმები შეასრულა და კლდეზე ცოცვაში ჩემპიონი გახდა, 1956 წელს ტიუტიუ-ბაშის ჩრდილოეთ კედლის პირველი დაპყრობისათვის სსრკ-ის სპორტის ოსტატის და ჩემპიონის წოდება დაიმსახურა.
0
343
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0