ფოტოგრაფია 24 იდუმალი ისტორიული ფოტო, რომლებზეც ახსნის გარეშე ვერ გაიგებთ რა ხდება 2022, 4 ნოემბერი, 11:50 ხანდახან უყურებ ფოტოს და ფიქრობ - ნეტავ, აქ რა ხდება? ან რატომ არის ეს აქ? ან საერთოდ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? და როცა გაარკვევ - თუ რა ისტორიულ მოვლენაზეა საუბარი მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. წარმოგიდგენთ 24 რარიტეტულ ფოტოს, რომელზეც ახსნის გარეშე ვერ მიხვდებით თუ რა ისტორიულ მოვლენასთან გაქვთ საქმე.![]() 1. ამერიკული ბომბდამშენი "B-29 Enola Gay"-ის ეკიპაჟის წევრები, სწორედ ამ ბომბდამშენიდან ჩამოაგდეს ატომური ბომბი ჰიროსიმაზე 1945 წელს![]() 2. "On-Line Systems"-ის ფირმის თანამშრომლები მსოფლიოში პირველი ეროტიკული თამაშის გარეკანისთვის პოზირებენ, აშშ, 1981 წელი![]() 3. ძეხვის გამყიდველი პირველი მსოფლიო ომის სანგრებში, საფრანგეთი, 1915–1918 წწ![]() 4. ბედნიერი ბებია კლიფორნიის საუკეთესო მარიხუანით ხელში, 1973 წელი![]() 5. "მიკი მაუსის" პირველი ოფიციალური ვიზიტი სსრკ-ში, სსრკ, 1980 წელი![]() ![]() 6. ამერიკის ფოსტა 1912 წელს, ასეთი მოწყობილობების საშუალებით აგროვებდნენ ფოსტით სავსე ტომრებს საფოსტო მატარებლები![]() 7. შავი კატების კასტინგი საშინელებათა ფილმისთვის, ჰოლივუდი 1961 წელი![]() 8. ბიკინის კონკურსი, კალიფორნია, 1986 წელი![]() 9. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ ამერიკაში კარგი ცხოვრების დასტურად ამერიკაში ასეთ ღია ბარათებს უშვებდნენ![]() 10. პოლიციელ - ქალს საცურაო კოსტიუმის სიგრძის გამო სანაპიროდან ორი გოგონა გაჰყავს, 1922 წელი, აშშ![]() 11. 1942 წელს მსახიობი მერლინ ჰეირი დადებული პირობის შესასრულებლად ფრონტზე გაემართა, რათა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით 10 000 ჯარისკაცისთვის ეკოცნა![]() 12. ფეხების სილამაზის კონკურსი სტამბულში, 1971 წელი![]() 13. უძრავი კიბე, რომელიც უცნობი კალატოზის მიერ ასობით წლის წინ იქნა აგებული, დღეს ხელშეუხებელია. ხის კიბე, იერუსალიმის ძველ ქალაქში, წმინდა სამარხის ეკლესიის ფასადის მეორე იარუსის მარჯვენა ფანჯარაზეა მიმაგრებული. კიბე ეყრდნობა ლავგარდანს და მიმაგრებულია სარკმელზე, რომელიც სომხური სამოციქულო ეკლესიის საკუთრებაშია. კიბე ქრისტიანობაში რელიგიათაშორისი განსხვავებების ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კიბის ამ ადგილზე ყოფნა ტაძრის მფლობელ ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის შეთანხმებას ნიშნავს, რომელიც გულისხმობს რომ ტაძარში ექვსივე კონფესიის თანხმობის გარეშე არაფრის გადაადგილება, გარემონტება ან შეცვლა არ შეიძლება.![]() 14. ლეგენდარული ტრავინი, რომლის სახელიც მსოფლიოს მრავალ ველოკლუბს ეწოდა. რატომ? 1928-1931 წლებში მან მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე ველოსიპედით გაიარა საბჭოთა კავშირის საზღვარი, მათ შორის ქვეყნის არქტიკული სანაპიროც!![]() 15. "Permanents"-ი თმის დახვევის მოწყობილობის ნიმუში, 1938 წელი![]() 16. ჯარების ომამდელ "მხარდაჭერთა" ჯგუფი, მე-3 ქვეითი დივიზია, ჰავაი, ამერიკა, 1933-38 წლები![]() 17. გერმანელი მონაზონის მარია როზენტალის მუმიფიცირებული თავი, მე-18 საუკუნე. ისტორიული მონაცემებით, მარიას დედა, მონაზონი ჟოზეფინა, მამაკაცის გარეშე - უმანკო ჩასახვით დაორსულდა. დედა მშობიარობისას გარდაიცვალა, მარიამი კი მონასტერში წმინდანად შერაცხეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის და დედამისი ჰერმაფროდიტები იყვნენ, რომლებსაც საკუთარი თავის განაყოფიერება თავადვე შეეძლოთ. ბოდვაა თუ სიმართლე ეს ყოველივე, დღემდე უცნობია
18. "ტუ – 114"-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი (1959 წელი), ის იმდენად დიდი იყო, რომ მგზავრების ჩამოსაყვანად ნიუ-იორკის აეროპორტის სტანდარტული ტრაპის სიმაღლეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი![]() 19. ინგლისელი საცირკო შემსრულებელი, ძალოსანი და კასკადიორი - ჯოან როუდსი იდეალურ ფორმას ბინის დაწმენდა - დასუფთავებით ინარჩუნებს, 1958 წელი![]() 20. ნიანგების ფერმის თანამშრომელი გოგონა, აშშ, 1926 წელი
21. ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასს შორის მოჰავეს უდაბნოში არის ლოდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვად ითვლება, 1951 წლის 15 ოქტომბერი![]() 22. საარჩევნო პლაკატი წარწერით "თქვენ - უმრავლესობა ხართ", საფრანგეთი, 1969 წელი![]() 23. ბავშვის ბოროტი სულებისგან დაცვა, თურქეთი, 1937 წელი![]() 24. ნათესავების ინფექციურ საავადმყოფოში მონახულება, ოსლო, 1905 წელი2180 1-ს მოსწონს |