პოეზია რომელი ცნობილი ლექსი მიუძღვნა კონსტანტინე გამსახურდიამ თბილისის მშვენებას - თინათინ ჯიქიას 2022, 3 ნოემბერი, 21:26 ეს ლექსი კონსტანტინე გამსახურდიამ, მეოცე საუკუნის, ოცდაათიანი წლების, თბილისის მშვენებას - თინათინ ჯიქიას მიუძღვნა და მისგან პასუხიც მიიღო.
ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და,
მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,
შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ,
მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას…
თინათინ ჯიქიას პასუხი კონსტანტინე გამსახურდიას:
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ
კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
ისევ ცისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ...
9
204 შეფასება არ არის
|