x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს არის "ქოცზე" უარესი... უბრალოდ ჩახუტებულია"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის ნიკა გვარამისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარლამენტის ვიცე-სპიკერს "ქოცზე უარესს" უწოდებს:


"ხალხო, ეს არის ქოცზე უარესი. ძალაუფლებაც არ აქვს, უბრალოდ ჩახუტებულია და რა დღეშია. საფრთხე რა შუაშია? რა “ისეთი საფრთხე”? ვისთვის საფრთხე?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


"არ მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამია ციხეში უნდა იჯდეს. ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა აუცილებელი იყოს". - ამ შინაარსის პოსტით გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ერთ- ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას ციხეში დატოვების ფაქტს.


ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ "მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნებ­ელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გია სა­თათ­ბი­როდ 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ვიდა.





0
555
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
555