სხვა რას უკეთებდნენ ადრე ჰომოსე@სუალებს და როგორ ცდილობდნენ მათ განკურნებას 2022, 3 ნოემბერი, 16:30
დღესდღეობით, ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი კრიმინალურ ან არანორმალურ მოვლენად უკვე აღარ განიხილება, თუმცა ახლაც არის სახელმწიფოები, სადაც ერთსქესიანთა ურთიერთობა საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია და სიკვდილითაც კი ისჯება. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა. ყველაფერი კონკრეტულ ადგილას და დროზე იყო დამოკიდებული. ეპოქა ეპოქას ცვლიდა.
ადამიანებს კვლავინდებურად სურდათ სიყვარული, თუმცა ზოგჯერ მათ თავიანთი ორიენტაციის დამალვა უწევდათ, რათა ინკვიზიციის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ გაგიჟებულიყვნენ. მოდით, ვნახოთ როგორ იცვლებოდა შეხედულებები მამაკაცებს შორის სიყვარულზე უძველესი დროიდან დღემდე.
ძველი ეგვიპტე
ფარაონების დროს ეგვიპტეში სექსუალურ ცხოვრებაზე საკმაოდ თავისუფალი შეხედულებები არსებობდა, თუმცა ჰომოსექსუალიზმი წახალისებული არ იყო, და ის ერთ-ერთ 42 ცოდვათა შორისაც კი ითვლებოდა, რომლისთვისაც ეგვიპტელს ღმერთების წინაშე პასუხის გაცემა უწევდა. დანამდვილებით მხოლოდ ფარაონ ნიუსერეს ეპოქის ორ მაღალჩინოსანს - ხნუმჰოტეპსა და ნიანხნუმს შორის ახლო ურთიერთობის შესახებ არის ცნობილი.
მესოპოტამია
უძველესს ქალაქ ურუქში პროსტიტუცია (მამაკაცებს შორისაც) სრულიად ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა, თუმცა ამისდა მიუხედავად, მამათმავლობა კანონის თანახმად, მაინც აკრძალული იყო. სპეციალური დადგენილების თანახმად, ჰომოსექსუალები მკაცრად ისჯებოდნენ.
ისრაელი და იუდეა
ისრაელში ამასთან დაკავშირებით ყველაფერი მკაცრად იყო. ებრაელები ძველ აღთქმას ზედმიწევნით იცავდნენ, რომელშიც ნათქვამი იყო: "ნუ გაიყოფ საწოლს მამაკაცთან, როგორც მას ქალთან იყოფ. პედერასტია - საზიზღრობაა. ვინც ამას გააკეთებს, უნდა მოკვდეს".
ძველი ინდოეთი
ინდოეთში ლესბოსელობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო, თუმცა სასჯელი რეგიონისა და კასტური კუთვნილების მიხედვით განისაზღვრებოდა. გოგონა, რომელიც მეორე გოგონას გარყვნიდა, ვალდებული იყო ჯარიმა გადაეხადა. ასეთ ქალებს ან თავს პარსავდნენ, ან თითებს აჭრიდნენ ან სახედარზე სვამდნენ და ასე საჯაროდ დაატარებდნენ.
ძველი ჩინეთი
ჩინეთი ერთსქესიანთა ურთიერთობების მიმართ ძალიან ლიბერალური იყო. ბევრ ჩინელ იმპერატორს ჰარემში არა მხოლოდ გოგონები, არამედ ყმაწვილებიც ჰყავდა.
ანტიკური ევროპა
ანტიკურ ხანაში ევროპელები ყველგან მამათმავლობას ეწეოდნენ, რასაც ძველი ბერძენი მეცნიერების ჩანაწერებიც მოწმობს. ბერძნები, გალები, გერმანელები, ეტრუსკები და სხვა ერები ურთიერთობას მამაკაცებს შორის ქალებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანად თვლიდნენ.
შუა საუკუნეები
უდარდელი ანტიკურობა ბნელმა შუა საუკუნეებმა შეცვალა. ეკლესია და ინკვიზიცია უმოწყალოდ აწამებდა და კოცონზე წვავდა ლამაზ გოგოებს, უწოდებდა რა მათ ჯადოქრებსა და ჰომოსექსუალებს. არსებობს ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს რომ ახალგაზრდა ბიჭებთან გართობას არც თავად ინკვიზიტორები და მათი მსახურები ერიდებოდნენ.
შუა საუკუნეების იაპონია
შუა საუკუნეების ევროპისგან განსხვავებით იაპონიაში ჰომოსექსუალებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ურთიერთობა წახალისებულიც კი იყო. ითვლებოდა, რომ კაცებს ამგვარად უნდა "აღეზარდათ" ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ ნამდვილ მეომრებად იქცეოდნენ. სამურაების უმეტესობა ჰომოსექსუალი იყო.
რენესანსი
სექსუალური თვალსაზრისით რენესანსმა მეტი თავისუფლება მოიტანა. მართალია, მამათმავლობა სიკვდილით ისჯებოდა, თუმცა ინკვიზიცია უკვე აღარ ხდებოდა, ამიტომ მამაკაცებს ერთმანეთის მიმართ გრძნობების გამოვლენის ისე აღარ ეშინოდათ. კათოლიკე მღვდლებს შორის ჰომოსექსუალობის შესახებ ცნობილი სწორედ ამ პერიოდში გახდა. სწორედ ეს ფენომენი აღწერა ბოკაჩომ თავის "დეკამერონშიც".
მე-19 საუკუნე
მე-19 საუკუნეში ჰომოსექსუალიზმი დეგენერაციულ დაავადებად ითვლებოდა და ფსიქიკურ აშლილობად განიხილებოდა. ადამიანებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდნენ და ორიენტაციის შეცვლას აიძულებდნენ. ზოგიერთი პაციენტი გაწერის შემდეგ ქალებზე ქორწინდებოდა კიდეც, თუმცა ასეთი მკურნალობის შედეგები საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა.
მე -20 საუკუნე
მე-20 საუკუნის დასაწყისში გარეულ ცხოველებში ჰომოსექსუალიზმის კვლევების ჩატარება პოპულარული გახდა. ქვეყნდებოდა სამეცნიერო ნაშრომები, სადაც ამტკიცებდნენ რომ ეს სრულიად ბუნებრივი იყო. თანამედროვე ფსიქოლოგიის მამა, ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ ადამიანები ბისექსუალებად იბადებიან, ხოლო ორიენტაციის არჩევანი ბავშვის განვითარებასა და მის აღზრდაზე იყო დამოკიდებული. ფროიდი ეჭვქვეშ აყენებდა ჰომოსექსუალიზმის "განკურნების" გზებსაც. 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური აშლილობის სიიდან ამოიღო, თუმცა როგორც ცნობილია ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
ჩვენი სამყარო უკიდურესობების კვინტესენციას ჰგავს: ზოგიერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალები აღლუმებზე გადიან, ოჯახებს ქმნიან და შვილებსაც კი ზრდიან, მაშინ როდესაც ზოგიერთ სახელმწიფოში მათ უბრალოდ - სიკვდილით სჯიან.
|