x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124033
  • ვიდეო:355503
  • სურათი:496599
ჩინელებმა მფრინავი ელექტრომობილი წარადგინეს (ვიდეო)
image

ჩინურმა კომპანია XPeng-მა მფრინავი მანქანის ტესტირება წარმოადგინა. ამის შესახებ გამოცემა NewAtlas იტყობინება.


კონცეპტუალური მანქანა X3 რვა როტორიანი ელექტროძრავით ჰაერშია აიწია განახორციელა ფრენა. რეალური ტესტების დროს კომპანიის ინჟინრებმა, რომელსაც ჟურნალისტები „ჩინურ ტესლას“ უწოდებენ, აჩვენეს, რომ მანქანას შეუძლია რბილად აფრენა და დაშვება. ასევე, ექსპერტებმა შეამოწმეს მანქანის ქცევა ერთ-ერთი ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში.


ვიდეოში ნაჩვენები მფრინავ მანქანას აქვს რვა როტორი, რომლებიც განლაგებულია სახურავზე დამაგრებულ ძელებზე. მანქანას აქვს კლასიკური უნივერსალის კორპუსი, მისი წონაც შესაბამისა- 1936 კილოგრამი.



XPeng-მა ავტომობილის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გაავრცელა, როგორიც არის ფრენის დიაპაზონი, სიჩქარე და სხვა მახასიათებლები.



”გასაკვირი არ არის, რომ X3 დაფრინავს - ეს არის აერონავტიკული ჭეშმარიტება, რომ საკმარისი გამწეობით და ბიძგებით, შეგიძლიათ აგურიც აიძულოს რომ იფრინოს. X3-ში გასაოცარი ის არის, რომ ის არსებობს - ეს არ არის რენდერი, პროექტს ჰყავს გუნდი, პროტოტიპი და საკმაოდ ღირსეული ბიუჯეტი“, - აღნიშნეს ჟურნალისტებმა.


ჩინურმა ავტომწარმოებელმა XPeng-მა მფრინავი მანქანის პროტოტიპი პირველად 2021 წლის ოქტომბერში წარმოადგინა. მანქანა ორ ადგილიანია, აქვს სამი კარი, ელექტროძრავა და პროპელერები ასაფრენად.

5
383
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
383
  
23 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 ნოემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 ნოემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

9 ნოემბერი, 0:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 ნოემბერი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5