სიახლეები რომელ პოზიციაზე რა ხელფასებია საქართველოში... 2022, 31 ოქტომბერი, 17:15 საქართველოში არსებული ანაზღაურება ვრცელი თემაა. ძალიან ბევრი საქმიანობაა დაუფასებელი, მინიმალური ანაზღაურებით და მძიმე გრაფიკით. ბევრი პროფესიონალია უმუშევარი და ასევე ბევრ არაპროფესიონალს შეხვდებით მნიშვნელოვან პოზიციაზე.
მნიშვნელოვანის გარდა, ბევრი არაპროფესიონალი ისეთ სფეროშიც გვხვდება, რომელიც სიცოცხლესთანაა კავშირში და ეს კიდევ ცალკე განსახილველი თემაა...
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა 2021 წლის მონაცემები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით. „საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა - 674.1 ლარი, არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით, ასე გამოიყურება:
62 შეფასება არ არის
|