x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ექსპანსიური ტყვიის გულები, სნაიპერების და ქილერების საყვარელი საშუალება
image
ტყვიის გულების რამდენიმე სახეობა არსებობს და ყველას თავისი დანიშნულება აქვს, არის სტანდარტული გულა, რომელიც დიდი შეღწევადობით არ გამოირჩევა, არსებობს მგეზავი (ჩვენში უფრო "ტრასირებადითაა" ცნობილი) ტყვიის გულები რომლის დანიშნულებაა ღამის პირობებში მნათი ტყვიის გულებით მოწინააღმდეგის პოზიცია დაუფიქსიროს თანამებრძოლებს, ასევე არსებობს ჯავშანგამტანი და ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ტყვიის გულები, რომლებიც დიდი შღწევადობით გამოირჩევა და გამოიყენება მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის და ჯავშანჟილეტიანი მებრძოლების საწინააღმდეგოდ.
განსაკუთრებით ეფექტური გახლავთ ექსპანსიური ტყვიის გულები, რომლებიც არ გამოირჩევიან დიდი შეღწევადობით, მაგრამ გამოირჩვიან ზე ეფექტური მოქმედებით.


რაში გამოიხატება ტყვიის გულის ეფექტურობა თუ მას შეღწევადობის მცირე უნარი გააჩნის სხვა ტიპის ტყვიის გულასთან შედარებით?


ექსპანსიური ტყვია, არის სპეციალური კონსტრუქციის ტყვია, რომლეიც საშუალებას აძლევს მას ქსოვილებში მოხვედრისას გაიშალოს, გაზარდოს ტავისი დიამეტრი და მაქსიმალურად გაზარდოს დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა. კონსტრუქცის მიხედვით არსებობს უამრავი კონსტრუქციის ექსპანისური ტყვია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დიზაინი არის ჩახვრეტილ თავიანი ტყვია.
აღნიშნული ტყვიის გულა მოხვედრისას კონსტრუქციიდან გამომდინარე სხეულზე მოხვედრისას მცირე შეღწევის პირობებშიც კი წარმოუდგენლად მძიმე დაზიანებას იწვევს.


ტყვიის გულა იშლება ყვავილივით და მოხვედრის და შეღწევის ადგილებში იწვევს ძალიან მძიმე დაზიანებებს, ანადგურებს ქსოვილებს, ანადგურებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას და იწვევს უძლიერეს სისხლდებას, გამოსავალი ასეთი ტყვიის გულას მოხვედრის შემდეგ პროცენტულად ყველაზე ლეტალურია.
თუ მხარში მოხვედრილი ჯავშანგამტანი ტყვიის გულა გამჭოლ გადის, სისხლდენის სიმძიმე შედარებით მაინც ნაკლებია და დაჭრილს გადარჩენის მაღალი შანსი აქვს, ექსპანსიური ტყვიის გულას მოხვედრისას კი დაფლეთილი ქსოვილებიდან და სისხლძარღვებიდან მწვავე სისხლდენის შედეგად მალე დგება სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობა და შემთხვევა ლეტალურად მთავრდება.
აღნიშნული ტყვიის გულები განსაკუთრებით პოპულარულია ქილერებში და იმ სნაიპერებში რომელთა ერთმა გასროლამ 100%-ით უნდა მოახდინოს "ობიექტის" განადგურება.



უკრაინაში სნაიპერები ძირითადად მაინც ჯავშანგამტან ტყვიის გულას იყენებენ, რადგან როცა ბრძოლა გიწევს ტყეში ან სხვადასხვა მასალით ნაშენები შენობის კედელს მიღმა სითბური გამოსახულებით ნაპოვნ მოწინააღმდეგესთან, საჭიროა მაქსიმალურად ძლიერი ტყვიის გულა.


როცა ვთქვი სნაიპერებისათვის საყვარელი ტყვიის გულა მეთქი, ვგულისხმობდი სპეცრაზმის სნაიპერს, რომელსაც გასროლის შემდეგ შესაძლოა მეორე გასროლის საშუალება არ მიეცეს, ამიტომაცაა საჭირო ექსპანსიური ტყვიის გულა, რომლის მოხვედრის შემდეგ "ობიექტს" გადარჩენის შანსი თითქმის არა აქვს.


წითელი ისრით მონიშნულია სტანდარტული ტყვიის გულას მოხვედრის შედეგი, მეორეზე შავი ისრით მონიშნულია ექსპანსიური ტყვიის გულას მოხვედრის შედეგი.
image

0
160
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
160