x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არა გრცხვენიათ,რომ ცრუობთ?" - თინა კანდელაკმა ქსენია სობჩაკი ტყუილში "გამოიჭირა?"
image

ქსენია სობჩაკი ამჟამად იმყოფება ლიეტუვაში. ამის შესახებ ინფორმაცია ბალტიის რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაადასტურა. გაირკვა, რომ ჟურანლისტს და რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს აქვს ისრაელის მოქალაქეობა, რამაც მას საზღვრების გადაკვეთის საშუალება მისცა.


საზოგადოება გაკვირვებული იყო ამ მხრივ, რადგან ქსენია სობჩაკმა უარყო ჭორები სხვა სახელმწიფოს პასპორტის აღების შესახებ, თუმცა მის ყოფილ მეგობარის, თინა კანდელაკის განკარგულებაში აღმოჩნდა სურათები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჟურნალისტი ცრუობდა, როცა ამტკიცებდა, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა არ ჰქონდა.


კანდელაკმა ყოფილი დაქალის არაერთი ნათქვამი გამოაქვეყნა.



„არ გრცხვენიათ, რომ იტყუებით? სხვა პასპორტი არასდროს მქონია! არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ!“ -წერდა სობჩაკი გასული წლის მაისში .


ამის გარდა კანდელაკმა კიდევ სხვადასხვა პერიოდის ციტატები ამოკრიბა(მარტი, აპრილი, მაისი) სადაც სობჩაკი ყველგან უარყოფს, რომ ისრაელის მოქალაქეობა მიიღო.


imageკანდელაკი ირონიულად გამოეხმაურა ქსენიას წარსულ განცხადებებს. "როგორც ყოველთვის, ტყუილი და მეტი არაფერი იმალება მისი სიტყვების მიღმა", - დაასკვნა ჟურნალისტმა.



თუმცა იმავდროულად, ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ნათელი ხდება, რომ სობჩაკმა ისრაელის პასპორტი წელს, 20 სექტემბერს მიიღო 5 წლის ვადით.ასე, რომ სობჩაკი მანამდე სრულ სიმართლეს ამბობდა და სავარაუდოდ პასპორტი მხოლოდ ახლახან გააკეთა, როცა საფრთხე იგრძნო.


შეგახსენებთ, რომ გუშინ სობჩაკი განსაკუთრებით მასშტაბური გამოძალვის საქმეზე ეჭვმიტანილად დაასახელეს. ჟურნალისტს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მსხვერპლთა შორის, მედიის ცნობით, არის კანდელაკის რჩეული ვასილი ბროვკოც.სობჩაკმა მოასწრო და სანამ დააკავებდნენ, რუსეთი დატოვა.

0
313
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0