x
image
თეონა გორდეზიანი
31 წლის ქალი, რომელსაც საშვილოსნოს ექსტირპაცია დასჭირდა....
image

ჩემს თავს სხვისი თვალით შევხედე და შემებრალა...

სინანულის ცრემლი მომადგა...

გავიფიქრე, როგორ იწვალა ამ პატარა გოგომ-მეთქი. პატარაა კიდევ უნდოდა შვილები...


დიდხანს ვიდექი სხვისი თვალით დანახულ ჩემს თავთან...

გავყურებდი უსასრულობას.

გზას ვეძებდი... გზას, რომელიც არ ჩანდა...

ცრემლი მქონდა თვალებზე, ლოყებზე, ყელიც დამსველებოდა...

ყელშიც ბურთად მეჩხირებოდა ამოუთქმელი სიტყვები და ფიქრები...


ახალი სიცოცხლისთვის დაწყებული სამზადისი, ოპერაციის მაგიდაზე დასრულდა.


გავიღვიძე და მე მე ვიყავი...

ოთხსაათიანი ძილბურანიდან გამოსული ვათვალიერებდი სივრცეს, სადაც რამდენიმე თეთრსა და ლურჯში გამოწყობილი ახალგაზრდა ირეოდა. ერთ-ერთი მათგანი მომესალმა კიდეც... მისთვის თითქოს მაინც სულერთი იყო ვინ ვიყავი, ალბათ არც იცოდა ჩემი იქ ასე წოლის მიზეზი, ან იცოდა კიდეც და არ ვებრალებოდი.ან იცოდა კიდეც და პირიქით მგულლშემატკივრობდა რომ გადავრჩი.ეს პროცესი სიცოცხლესთან ჭიდილიც არისო, ამომიტივტივდა ექიმის სიტყვები.

ვიყავი, ვაცეცებდი თვალებს ოდნავ აფორიაქებული, მაგრამ თან თავდაჯერებასაც ვგრძნობდი ნელ-ნელა.განწყობას, რომ ბედნიერი უნდა ვიყო ერთადერთი შვილისთვის, მეუღლისთვის, სიცოცხლისვის.


ქალი,

31 წლის.

ოქტომბრის ცივი და სუსხიანი დილა.



"სხვისი თვალით" მოცემულია საზოგადოების განწყობა ქალის მიმართ, რომელსაც საშვილოსნოს ექსტირპაცია დასჭირდა.

( ექსტირპაცია - "ფესვიანად ამოგლეჯა"
რაიმე ორგანოს ან სიმსივნის მთლიანად მოცილება ქირურგიული საშუალებით).

ქალის მიმართ ჩნდება გრძნობა სიბრალული და საზოგადოებაში გავრცელებულია სტერეოტიპი - "ასეთი ქალი ცხოვრობს არასრულფასოვანი ცხოვრებით".


თუმცა... მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, მეც გამჩენია სიბრალული, რაც ადამიანური გრძნობაცაა... ახლა კი თავად ვარ ამ " როლში"... ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე.

მიყვარდა შემოდგომა, ნიავი რომელიც თითქოს გაფხიზლებს და ზამთრისთვის გამზადებს ... ახლა კი მტკივა ოქტომრის სუსხით მოტანილი არდაბადებული შვილის ისტორია, რომელიც სულ ჩემში დარჩება.

ხშირად არ ახსოვთ არდაბადებული შვილები, ნებით თუ უნებლიეთ შეწყვეტილი სიცოცხლეები. ან ივიწყებენ და ივიწყებენ სამუდამოდ...



0
309
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0