პოეზია ლექსი "საბარგო ავტომობილი", რომელიც ბოლშევიკების მასობრივ დახვრეტებზეა დაწერილი 2022, 27 ოქტომბერი, 16:38
საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის ქართულიმართლმადიდებული ეკლესიის წინამძღოლს, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, სოციალურ ქსელში მწერალ კონსტანტინე ლორთქიფანიძის ლექსის ნაწყვეტი მოყავს ნიმუშად და წერს:
"1924 წლის ანტიქართულ რუსულ-ბოლშევიკურ დახვრეტებს ლექსი პანეგირიკი მიუძღვნა ცნობილმა ბოლშევიკმა, საბჭოთა მწერალმა კონსტანტინე ლორთქიფანიძემ სახელწოდებით "საბარგო ავტომობილი". ამონარიდი ამ ლექსიდან: "ასეთ ღამეში ლენინელები წამოდგნენ მტერთან შესარკინებლად. მართლა გმირი ხარ, ტყვიით დატენილს არ შეგიცვლია ნაბიჯი გზიდან, რევოლუციის მოღალატენი შენ დასახვრეტად გადაგიზიდავს." კონსტანტინე ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში განისვენებს, გაგიკვირდებათ და თაყვანისმცემლებიც ჰყოლია, თბილისურ "ელიწაში"... ჩასარეცხები... ბოლშევიკთა მემკვიდრეობა კიდევ ვერ ჩარეცხა ამ უბედურ დღეზე გაჩენილმა საქართველომ. ამ დროს, დედამიწაზე ოცდამეერთე საუკუნის მესამე ათეულის წლებია უკვე..." - წერს დეკანოზი. 333 3-ს მოსწონს
|