x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მღვდლები და მონაზვნები პორნოს უყურებენ, აღიარა რომის პაპმა
image

მღვდლები და მონაზვნები უყურებენ ინტერნეტით პორნოს, აღიარა რომის პაპმა ფრანცისკემ ორშაბათს რომში სემინარიელებთან საუბრისას.


რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ინტერნეტ პორნო არის „ამორალური საქციელი“ ეკლესიის წევრებს ერთნეთისგან აშორიშორებს.


”ეს არის მანკიერება, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს, ბევრ საერო ადამიანს, ასევე მღვდლებსა და მონაზვნებს”, - თქვა 85 წლის პაპმა.



„ეშმაკი ხდება ასეთი. და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ კრიმინალურ პორნოგრაფიაზე, რომელიც დაკავშირებულია ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობასთან, ანუ უკვე გადაგვარებაზე. პორნოგრაფიაზე, რომელიც ცოტა "ნორმალურია", განაგრძო მან.


მან გააფრთხილა მღვდლები და მონაზვნები : „ძვირფასო ძმებო, ფრთხილად იყავით ამაზე“.


ANSA-ს ცნობით, რომის პაპმა განცხადება ორშაბათს გააკეთა.


კათოლიკე მღვდლებსა და მონაზვნებს ეკრძალებათ პორნოგრაფიის ყურება, ხოლო კატეხიზმი განსაზღვრავს სექსუალურ გამოსახულებებს, როგორც „დანაშაულს უბიწოების წინააღმდეგ“ 2354-ე მუხლის მიხედვით.


ალბათ გახსოვთ 2020 წელს, რომის პაპის ფრანცისკეს ინსტაგრამის გვერდიდან, როგორ "მოიწონეს" ბრაზილიელი მოდელის ნატალია გარიბოტოს პიკანტური ფოტო, სადაც სკოლის მოსწავლის სახეს განასახიერებდა, უმოკლესი ქვედაბოლოთი და აჭიმებით დამაგრებული მაღალყელიანი აჟურიანი წინდებით

image


ვატიკანი ამ ინციდენტის შემდეგ დაუკავშირდა ინსტაგრამის ადმინისტრაციას, რათა გაერკვია, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო.


წყაროების თანახმად, შიდა გამოძიება დაიწყო იმ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებიც პაპის ინსტაგრამ-გვერდს მართავდნენ.როგორ დასრულდა ეს ამბავი უცნობია.


თავად ბრაზილიელი მოდელი აღნიშნავდა, რომ აღფრთოვანებული იყო პაპის გვერდის მიერ მისი სურათის მოწონებით.


“სულ მცირე, სამოთხეში მოვხვდები”, – წერდა სოციალურ ქსელში ბრაზილიელი მოდელი.

0
159
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0