ასტროლოგია იცით, რომელი პლანეტა ახდენს თქვენზე გავლენას? – პლანეტის გავლენა დაბადების თარიღის მიხედვით 2022, 25 დეკემბერი, 14:58 ვიცით, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, თავისი მფარველი პლანეტა ან ვარსკვლავი ჰყავს: ვერძებს – მარსი მფარველობს, კუროებს და სასწორებს – ვენერა, ტყუპებს და ქალწულებს – მერკური, კირჩხიბებს – მთვარე, ლომებს – მზე, მორიელებს – პლუტონი, მშვილდოსნებს – იუპიტერი, თხის რქებს – სატურნი, მერწყულებს – ურანი, თევზებს – ნეპტუნი. თუმცა, მაგ., ვერძი ყოველთვის არ განიცდის მხოლოდ მარსის გავლენას, ხოლო, მერწყული – ურანის. ზოდიაქოს ნიშნების, დაბადების დეკადის მიხედვით (ასტროლოგიაში ასეთი სამია), მმართველი პლანეტა, შეიძლება, არ შეესაბამებოდეს, ზემოთ ჩამოთვლილ, მფარველ პლანეტებს (მფარველი – ერთია, მმართველი – მეორე). ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი პლანეტა ახდენს ჩვენზე გავლენას, რადგან სწორედ მისი გავლენა განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს, ნიჭს და ქცევის წესებსაც კი. ქვემოთ მოცემულია პლანეტების გავლენის დეკადები და შეგიძლიათ თქვენი დაბადების დღე მოძებნოთ და ზუსტად გაიგოთ, თუ რომელი პლანეტის გავლენის ქვეშ იმყოფებით (პლანეტების გავლენა მოცემულია პირველი რიცხვიდან – მეორეს ჩათვლით). ამის გაგების შემდეგ, შეგეძლებათ თქვენი ცხოვრების ცალკეული მომენტის კორექტირებას და საკუთარი ხასიათის და ამა, თუ იმ ქცევის მიზეზის გაანალიზება. მარსი21 – 30 მარტი 13 – 23 აგვისტო 3 – 12 დეკემბერი მარსი სიძლიერის, გამბედაობის, აქტიურობის სიმბოლოა. ამ პლანეტის გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს, არ გააჩნიათ საკმარისი შინაგანი სიმშვიდე და თავშეკავება. ამიტომ, მათ ნებისყოფის უნარი უნდა გამოიმუშაონ. სატურნი11 – 21 მაისი 4 – 13 სექტემბერი 22 – 31 დეკემბერი სატურნი ფილოსოფიის და შინაგანი კანონის სიმბოლოა. ის უბიძგებს ადამიანს, ინდივიდუალურობისკენ და საკუთარი პიროვნების გამოვლენისკენ. იუპიტერი10 – 20 აპრილი 2 – 12 აგვისტო 23 ნოემბერი – 2 დეკემბერი იუპიტერი, თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს, წარმატების მიზიდვაში ეხმარება. ხოლო იმისთვის, რომ იღბალმა მათ ზურგი არ შეაქციოს და ხშირად ეწვიოს, ყოველთვის უნდა მიჰყვნენ საკუთარ იდეებს და უკან არ დაიხიონ. მთვარე22 ივნისი - 1 ივლისი 13 – 22 ნოემბერი 1 – 10 მარტი მთვარე მდიდარ შინაგან სამყაროს იძლევა. ამიტომ, ამ ადამიანებმა შემოქმედებითი უნარები უნდა განივითარონ. მზე31 მარტი – 9 აპრილი 23 ივლისი – 1 აგვისტო 13 – 21 დეკემბერი მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მზე ენერგიას აძლევს და შემოქმედებითი ნიჭით, ინდივიდუალურობით და მომხიბვლელობით აჯილდოებს. ეს ადამიანები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. ვენერა21 – 30 აპრილი 1 – 10 ივნისი 14 სექტემბერი – 3 ოქტომბერი 1 – 10 იანვარი 9 – 18 თებერვალი ვენერა – სიყვარულის, ოჯახის, ჰარმონიის და სილამაზის სიმბოლოა. მისი გავლენის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა, უნდა განივითარონ სულიერება, ყურადღება მიაქციონ პირად ურთიერთობებს და შემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთონ. მერკური1 – 10 მაისი და 22 – 31 მაისი 24 აგვისტო – 3 სექტემბერი 14 – 23 ოქტომბერი 11 – 20 იანვარი და 30 იანვარი – 8 თებერვალი ეს პლანეტა შესანიშნავ ინტელექტუალურ მონაცემებს იძლევა, – მოქნილი გონება, კომუნიკაციის და ორატორული უნარები. წარმატების გასაღები კი, სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია არის. ურანი11 – 21 ივნისი 4 – 13 ოქტომბერი 21 – 29 იანვარი ურანის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევიან, არიან კრეატიულები და ცოტათი, ნათელმხილველებიც. ურანი მათ ნოვატორობას აიძულებს. ხოლო, იღბლის მისაზიდად, ამ ადამიანებმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ და საკუთარი იდეების რეალიზება დაიწყონ. პლუტონი2 – 12 ივლისი 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი 11 – 20 მარტი პლუტონი, მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ძლიერი ინტუიციით აჯილდოებს. ხოლო, წარმატების მისაღწევად, შინაგანი ხმის მოსმენა არის საჭირო. ნეპტუნი13 – 22 ივლისი 3 – 12 ნოემბერი 19 – 29 თებერვალი ნეპტუნი ჰარმონიულობის, შემოქმედებითობის, მგრძნობიარობის და ცხოვრების სიყვარულის სიმბოლოა. ამ პლანეტის გავლენის ქვეშ მყოფებმა, ყველა სიტუაციაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ, კონფლიქტურ სიტუაციებს აარიდონ თავი და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე იყვნენ. არხის სხვა სიახლეები:* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ* ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!* ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?* საახალწლო დესერტი "ზამთრის მანდარინი"* მეცნიერი, რომელიც ჩამოხრჩობას სწავლობდა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა* 10 გამოცანა ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)493 1-ს მოსწონს
|