მოვლენები სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერი საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე მოხვდა 2022, 25 ოქტომბერი, 13:10 სეულში მცხოვრებ ქუთაისელ სოფია კვინიკაძეს სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებელთა უმეტესობა უკვე კარგად იცნობს.
გოგონა კორეული ენითა და კულტურით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. სოფიამ კავკასიის რეგიონში კორეული ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსში გაიმარჯვა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ორწლიანი სტიპენდია მოიპოვა. ამჟამად ის სამხრეთ კორეაში იმყოფება და ჩონბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეული ენის ფილოლოგიას სწავლობს. სოფია არის სატელევიზიო მოდელი, მუშაობს რადიოში, სკოლასა და ბაღში ასწავლის ინგლისურ ენას, აქტიურად მისდევს სპორტს, დაკავებულია ბოქსით, არის რუსული და ინგლისური ენების თარჯიმანი; მის ბლოგს სახელწოდებით Depressed Georgian in South Korea 362 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. სეულში მცოხვრებმა სოფიამ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ სამხრეთ კორეულ სააგენტოსთან და პლუს ზომის მოდელის ამპლუაში დაიწყო კარიერა. ახლახანს კი, სოფიას ფოტო საფრანგეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჟურნალის – MALVIE Magazine-ის ყდაზეც დაიბეჭდა. "კორეელები საქართველოს ჯერ კარგად არ იცნობენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ახალ ტურისტულ წერტილად იქცა და უფრო და უფრო მეტს იტყობენ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩემი აქ ჩამოსვლიდან დღევანდელ დღემდე სიტუაციას თუ შევადარებთ, საკმაოდ ვგრძნობ სხვაობას. პირველი ერთი წელი ისე ვიცხოვრე, მეგონა, აქ ჩემი ქვეყანა არავინ იცოდა და ახლა უკვე საქართველოს რომ იტყვი, ხალხი აქა-იქ ცნობს სახელს და ეს ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს კორეაში ჩვენი ქვეყნის შესახებ და ამაში მეც დიდი წვლილი მინდა შევიტანო."-ამბობდა "ფორბსთან" ინტერვიუში სოფია 198 3-ს მოსწონს
|