პარამეცნიერებები "ამ კონკრეტულ პიროვნებას ვაფრთხილებ და ვურჩევ თეთრზე შავიაო არ თქვას..." - ლელა კაკულია 2022, 23 ოქტომბერი, 23:10 წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი ძველი წინასწარმეტყველება ვრცელდება. . "— ქალბატონო ლელა, რომ არ ვახსენო, არ შემიძლია: ერთმა პოლიტოლოგმა წინასწარმეტყველებას ბიზნესი უწოდა...— რა გიკვირს? რადგან წინასწარმეტყველების მითვისებიდან არაფერი გამოუვიდათ, ვინაიდან მათ მთელი საქართველო კითხულობს და იცნობს — ისინიც კი, ვითომ რომ უარმყოფენ — სხვა ხერხებს მიმართეს და უკადრებელი იკადრეს: წინასწარმეტყველება ბიზნესად მონათლეს.ამ კონკრეტულ პიროვნებას კი ვაფრთხილებ და ვურჩევ შემდეგს: წინასწარმეტყველების წინააღმდეგ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას კოსმოსი ღრუბელივით იწოვს და გაასმაგებულად უბრუნებს უკან ყველას. სათქმელს დაუკვირდეს ეს ბატონი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, არ მინდა, ჩემს გაზეთში მისი ხსენება). სჯობს თავის ბიზნესზე ილაპარაკოს, რომელსაც წარსულში კინაღამ შეეწირა!!!ადამიანს, უბრალოდ, სინდისი უნდა ჰქონდეს, რომ ქათქათა თეთრზე შავიაო, არ თქვას..დასასრულ, მინდა ჩემს ხალხს ვუსურვო სიმტკიცე და, რაც მთავარია, განათებული გონება და დიდი წყალობა უფლისა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს!. მე მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი სამშობლო და ვწინასწარმეტყველებ ისე, როგორც ვხედავ, ანუ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!" - წერს წინასწარმეტყველი ლელა კაკულია.1250 1-ს მოსწონს
|