თითქოს და ქართველ მამაკაცებს არ განაღვლებთ რამდენი ღერი თმა გექნებათ თავზე, სტუდენტობისას თუ პენსიონერობისას, თქვენ ხომ ამაყები ხართ და გგონიათ თავის მოვლა სირცხვილიაა, ხოდა იარეთ ტამტამივით თავებით ან კეფაზე შემორჩენილი თმა წინ გადმოივარცხნეთ, იმ იმედით რომ ის წინ მოტვლეპილ ადგილს
გადაფარავს.სინმადვილეში, გულის სიღრმეში თავიდან ჩამოვარდნილ ყოველ ღერს მისტირიხართ.
უკვე გამელოტებულებს, მხოლოდ თმის გადანერგვა თუ გიშველით ან ცუდ ვარიანტში პარიკი, ხოლო ახალგაზრდა “სამელოტეებს“ რამოდენიმე კარგ რჩევას მოგცემთ(ვიცი ძალიან გაგკიცხეთ, მაგრამ თქვენი ბრალია თავის მოვლა რომ არ
გიყვართ)სიმელოტის შემთხვევათა 30% გენეტიკურია.გარდა გენეტიკურისა, დიდ როლს თამაშობს:სტრესი, ინფექცია, ფიზიკური ტრამვა, ჰორმონალური დარღვევა, ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება, თავის კანის დაავადებები, თავის კანისა და თმის
ფესვების სისხლმომარაგების მოშლა, ვიტამინებისა და მინერალების
ნაკლებობა.მხოლოდ ერთი ვიზიტი დერმატოლოგთან და 70% პროცენტი მამაკაცების გადაურჩებით გამელოტებას.თუ ექიმი გეზარებათ ან “გიტყდებათ“, მაშინ ეს მაინც ცადეთ:
რეცეპტი რომელიც თმის ცვენას შეაჩერებს
აიღეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ნივრის წვენი, ერთი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და წაისვით
თავზე.კარგად შემოიხვიეთ პოლიეთილენის ნაჭერი(პარკი) და 20 წუთი გაიჩერეთ.
ზოგადი რჩევები
1 დაბანის შემდეგ თმა რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ.უხეშმა პირსახოცმა ისედაც სუსტი თმის ძირები, შეიძლება სულ ჩამოყაროს.
2 ეცადეთ თმა რბილი ჯაგრისით დაივარცხნოთ, განსაკუთრებით, როდესაც თმა სველია.
3 ხშირად შეიჭერით თმა, ეს აფერხებს თმის ცვენას.
4 ქუდის ტარება, განსაკუთრებით სიცხეში თმის ცვენას აძლიერებს.![image](/uploads/article_images/small/53171348594563.jpg)
![image](/uploads/article_images/small/53171348594571.jpg)