x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შოკისმომგვრელი ფოტოები: როგორ სჯიდნენ საფრანგეთში ქალებს ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის

image


მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საფრანგეთში ათასობით ქალი იქნა კოლაბორაციონიზმში მხილებული. მათ ბრალი გერმანელ - ოკუპანტებთან თანამშრომლობაში ედებოდათ, რაც სხვადასხვა სახის საჯარო სასჯელსს - თავის გადაპარსვას, ცემას, "სირცხვილის მარშში" გავლასა და სხვა არაადამიანურ მოპყრობას ითვალიწინებდა. ამ საარქივო ფოტოებზე შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. უნდა ითქვას, რომ ყველა ფრანგი ამ საჯარო სასჯელებს მხარს არ უჭერდა. ასეთ დასჯის ფორმებს ბევრი კომიტეტი, წინააღმდეგობრივი დაჯგუფებები და ფრანგი ინტელექტუალები სასტიკად აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით, "დამნაშავეთა" უმეტესობა ჩვეულებრივი ქალი იყო, რომლებსაც უბრალოდ თავის გატანა და გადარჩენა რთულ პირობებში უწევდათ. იმისთვის რომ ელემენტარული საკვების შეძენის შესაძლებლობა და თავზე ჭერი ჰქონოდათ მათ გერმანელებისთვის - რეცხვა, სადილის მომზადება და დასუფთავება უწევდათ, თუმცა ფრანგების ზოგადი განწყობა კოლაბორაციონისტებთან მიმართებაში ძალიან მკაცრი იყო და საჯარო სასჯელის ინტენსივობის შემცირებაც მხოლოდ საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში მოხერხდა.


image


1. ფრანგი კოლაბორაციონისტი, სასჯელი - თავის საჯარო გადაპარსვა, 1944 წელი



image


2. დასისხლიანებულ ქალს კამერაში ყურებას აიძულებენ



image


3. 1944 წლის 27 აგვისტოს ორი შილიფად ჩაცმული ქალი, გადაპარსული თავებითა და სახეზე დახატული სვასტიკებით, ფეხშიშველა პარიზის ქუჩებში მიაბიჯებს



image


4. ატირებულ ფრანგ ქალს შუბლზე გადღაბნილი სვასტიკით ქუჩებში დაატარებენ




image


5. შარტრი, საფრანგეთი. ქალი მეძუძურე ბავშვთან (რომლის მამაც - გერმანელია) და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ქუჩაში. ორივე მათგანს გერმანულ ჯარებთან თანამშრომლობის გამო თავი აქვს გადაპარსული, 1944 წელი



image


6. იგივე ქალი ბავშვით ხელში იმ ქალთა რიგს გადის, რომლებსაც მისი მსგავსი ბედი ეწია. შარტრი მოკავშირეთა არმიის მიერ 1944 წლის აგვისტოში იქნა გათავისუფლებული



image


7. ჯარისკაცები ბასტილიის აღების დღეს კოლაბორაციონისტებს თმას აჭრიან, 1944 წლის 12 აგვისტო



image


8. ოკუპაციის დროს გერმანელებთან თანამშრომლობაში ბრალდებული ქალის დასჯა, 1945 წლის 1 იანვარი



image


9. იგივე ახალგაზრდა ფრანგები ამჯერად სხვა ქალს აჭრიან თმას, 1945 წლის 1 იანვარი



image


10. საჯარო დამცირება: გერმანელებთან თანამშრომლობაში ბრალდებული ფრანგი ქალების ჯგუფი საცვლების ამარა, ზოგ მათგანს თავი აქვს გადაპარსული


image


11. მთელ საფრანგეთში 1943 წლიდან 1946 წლის დასაწყისამდე ოკუპაციის დროს გერმანელებთან თანამშრომლობაში 20 000-მდე ყველა ასაკისა და პროფესიის ქალი იყო ბრალდებული, და ყველა მათგანს თავი ჰქონდა გადაპარსული


image


12. გერმანელებთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულ ფრანგ ქალს მარსელის მახლობლად მდებარე სოფელში მეზობლები თავს დაესხნენ და თავი გადაპარსეს


image



13. ფრანგი კოლაბორაციონისტი ბავშვთან და დედასთან ერთად ქალაქის ქუჩებში "სირცხვილის მარშის" დროს, 1944 წლის აგვისტო


image


14. ახალგაზრდა კოლაბორაციონისტის საჯარო დამცირება



image


15. ქალაქის მაცხოვრებლებს და საფრანგეთის წინააღმდეგობის წევრებს კოლაბორაციონისტი - ქალი რენის ქუჩებში მას შემდეგ გაჰყავთ, რაც მას თავი გადაპარსეს და თავზე იოდი გადაასხეს, 1944 წლის 6 აგვისტო


image


16. ნაცისტებთან თანამშრომლობაში მხილებულ ქალს, საზოგადოების ზიზღის ნიშნად თმა შეაჭრეს



image


17. ხალხი დასცინის ქალს რომელსაც თავს პარსავენ, ფოტო მარსელის გათავისუფლების შემდეგ არის გადაღებული



image


18. ქალები სახეებსა და მკერდზე ფისით მოხატული სვასტიკებით პარიზის ქუჩებში "სირცხვილის მარშში" გადიან, ბევრი მათგანი ქუჩებში შიშვლები გაათრიეს


image


19. მთლად ნორჩი ახალგაზრდა გოგონები ოკუპანტებთან თანამშრომლობაში ასევე იყვნენ დადანაშაულებული და დასჯილები


image


20. თავგადაპარსული ქალების სატვირთო მანქანის საბარგულში ჩასხდომა, მათ უკან მდგომ მამაკაცს ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით - "კოლაბორაციონისტები"








0
223
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
223