x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ილონ მასკი: რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთის მომხრე იყოს
image
ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ფლობს SpaceX-ს და Tesla-ს კომპანიებს, თვლის, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო განწყობილი იყოს დასავლეთისა და მისი ფილოსოფიის მიმართ, ვიდრე, რუსეთის ამჟამინდელი ლიდერი ვლადიმერ პუტინი. ეს აზრი მან Twitter-ზე გამოთქვა.



„მათ, ვისაც პუტინის გადაყენება სურს, შეცდომით სჯერა, რომ ვინც მას შეცვლის, უფრო მიდრეკილი იქნება მსოფლიო ან დასავლური ფილოსოფიისკენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა: კრემლი არ არის ოლიმპიადა წარმატებული ბიჭებისთვის.“ - თქვა მასკმა სოციალური ქსელის მომხმარებლებთან საუბარში, რომლებსაც სურდათ გაეგოთ ბიზნესმენის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.



ოქტომბრის დასაწყისში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ „აშშ-ს აშკარა სტრატეგიული მიზანია დასავლეთთან ახლოს იყოს რუსეთი და ყავდეს ნატოსთვის შესაფერისი კანდიდატი.“



ამავდროულად, თავად ბოლტონმა აღიარა, რომ მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში საზღვარგარეთ და ემხრობოდა რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლების შეცვლას.




იმავდროულად, ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგი რუსეთში 80%-ს აჭარბებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არაერთხელ ხაზს უსვამს, რომ ნატო, აღმოსავლეთში გაფართოებისა და უკრაინის სამხედრო სპონსორობის გაგრძელების შემდეგ, აგრძელებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების მიახლოებას "საშიშ ხაზთან".

0
169
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0