x
image
თამილა გურაშვილი
ნამდვილი კოსმოსური მონსტრი: დედამიწასთან უახლოესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
image
მეცნიერები თვლიან, რომ ამ შავი ხვრელის მასა 12-ჯერ აღემატება ჩვენს მზეს და კოსმოსური სტანდარტებით, ის თითქმის ჩვენი პლანეტის გვერდით მდებარეობს.



ასტრონომებმა კოსმოსური ტელესკოპის Gaia-ს და დედამიწაზე არსებული სხვა ტელესკოპების გამოყენებით, ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ეს კოსმოსური ობიექტი, რომლის მასა 12 მზის მასის ტოლია, ჩვენგან 1550 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. კოსმოსური სტანდარტებით, ეს ძალიან ახლო მანძილია, წერს New Atlas-ი.



ჯერჯერობით, აღმოჩენილი ახალი შავი ხვრელი შავი ხვრელის ტიტულის კანდიდატის სტატუსშია. ეს ნიშნავს, რომ მისი სტატუსი ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა, მეცნიერები თვლიან, რომ ეს არის შავი ხვრელი. თუ ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ობიექტი არის ის, რაც ასტრონომებს ჰგონიათ, მაშინ ეს იქნება დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელი.



ჯერჯერობით, დედამიწასთან უახლოესი შავი ხვრელის სახელწოდება ეკუთვნის ობიექტს, რომელიც მდებარეობს კიჩოს თანავარსკვლავედში. (ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი ) ეს ობიექტი ჩვენგან 960 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, მაგრამ მეცნიერები ძალიან ეჭვობენ, რომ ეს ჯერ კიდევ შავი ხვრელია. ამიტომ, ახლად აღმოჩენილ ობიექტს აქვს ყველა შანსი, აიღოს საპატიო კვარცხლბეკი.





შავი ხვრელების პოვნა ადვილი არ არის. ისინი ზოგჯერ გვხვდება რადიაციის წყალობით, რომელსაც ისინი ათავისუფლებენ ვარსკვლავის გადაყლაპვის შემდეგ, ან გრავიტაციული ტალღების წყალობით, რომლებიც ჩნდება შავი ხვრელების შეჯახებისას. არსებობს სხვა გზა აღმოჩენისთვის - შავი ხვრელის პოვნა შესაძლებელია მის გარშემო მოძრავ ვარსკვლავზე გავლენის გამო.



სწორედ ასეთი ვარსკვლავები ბრუნავენ უხილავი მასიური ობიექტების გარშემო, რასაც ასტრონომები ეძებდნენ Gaia -სკოსმოსური ტელესკოპით დაკვირვებისას.



„ჩვენ შევისწავლეთ 200 000 ვარსკვლავური სისტემის მონაცემები და დავადგინეთ ყველაზე პერსპექტიული ვარსკვლავები, რომლებსაც შეუძლიათ შავი ხვრელის გარშემო ბრუნვა. შემდეგ, მიწაზე დაფუძნებული ტელესკოპების გამოყენებით, შევისწავლეთ ამ ვარსკვლავების სინათლის სპექტრი, რადგან, თუ არსებობს შავი ხვრელი, ის გავლენას მოახდენს ვარსკვლავებზე თავისი გრავიტაციით.“- ამბობს სუკანია ჩაკრაბარტი ალაბამას უნივერსიტეტიდან.(აშშ)



image


კვლევამ მიიყვანა მეცნიერები ერთ ვარსკვლავურ სისტემამდე, სადაც ვარსკვლავს მზის მასაზე ოდნავ ნაკლები აქვს. როგორც მონაცემებმა აჩვენა, ეს ვარსკვლავი 185 დღეში ახორციელებს სრულ ბრუნვას უხილავი ობიექტის გარშემო, რაც მასით 12-ჯერ აღემატება ჩვენს მზეს.




„ჩვენი ყველა მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვარსკვლავი ბრუნავს ძალიან მასიური ობიექტის გარშემო და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ობიექტი შავი ხვრელია. თუ ეს დადასტურდება ჩვენი მომავალი კვლევებით, მაშინ ეს შავი ხვრელი ყველაზე ახლოს იქნება დედამიწასთან, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა. ჩვენგან 1550 სინათლის წლის მანძილი ეს კოსმოსური სტანდარტებით უმნიშვნელო მანძილია.“ - ამბობს ჩაკრაბარტი.





არსებობს ყველა შანსი, რომ ამ ობიექტს იგივე ბედი ეწიოს, როგორც წინა უახლოესი შავი ხვრელის ტიტულის კანდიდატებს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ მარტორქის თანავარსკვლავედში მდებარე ობიექტები შავი ხვრელებია, რომლებიც 1000 და 1120 სინათლის წლითაა დაშორებული, თუმცა, სრულიად სხვაგვარი კომპაქტური ობიექტები აღმოჩნდნენ.





1
291
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
291
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1