x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
73 წლის პოლონელი პენსიონერი მსოფლიოს გარშემო სამთვლიანი მოტოროლერით მოგზაურობს
image

დასაკეცი მაგიდა, მწერებისგან დამცავი ბადე, დასაბანი ნიჟარა, ერთი საწოლი და სასურსათო ნივთებით სავსე ტუმბო და -ეს ყველაფერი სამბორბლიან მოტროლერშია.


73 წლის პოლონელ მარიანა პოტეს ყველაფერი აქვს მზად, რათა მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს.


ახლა კი ის გეგმავს ავსტრალიის შტატ ტასმანიაში ჩასვლას. გრძელი გზა რამდენიმ ქვეყნის გავლით მოუწევს, ესაა ყაზახეთი, ჩინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ავსტრალია . მარიანი ირწმუნება, რომ მარტო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო არ არის საშიში - ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში უამრავი კარგი ადამიანია, რომლებიც ყოველთვის დახმარებისთვის მზად არიან.


image


"როდესაც პენსიაზე გავედი, ვფიქრობდი, რისი გაკეთება მსურდა“, - ამბობს 73 წლის მოგზაური. - ჰოოდა, ეც გადავწყვიტე მოგზაურობა მინიმალური კომფორტით, ზედმეტი ფუფუნების გარეშე მქონდეს მხოლოდ ის, რაც ადამიანს სჭირდება."


მისი პატარა სახლი ბორბლებზე - მხოლოდ 2 კვადრატული მეტრია - ის პენსიონერმა თავად მოაწყო: მოტოროლერის კაბინაში არის სამზარეულო, საძინებელი და ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ შხაპის მისაღებად. ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი ადამიანზეა გათვლილი, ამიტომ მარიანი არ იყვანს თანამგზავრებს მოგზაურობის დროს.


როცა დასვენების დრო დგება, მარიანი ცდილობს აირჩიოს ყველაზე ლამაზი ადგილი. ჩერდება, გაშლის მაგიდას, მიადგამს სკამს და სადილს პატარა გაზქურაზე ამზადებს. პენსიონერი ღამეს ატარებს ავტოსადგომებზე, რომლებიც განკუთვნილია შორული გადაზიდვის სატვირთო მანქანებისთვის ან ავტოკემპინგისათვის.


”ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ უამრავი ნივთის გარეშე”, - ამბობს მარიან პოტი. - მაგრამ, იცითი, დროთა განმავლობაში იმ ნივთების ნახევარი მოვიშორე, რაც მოგზაურობის დროს მიმქონდა. მე მაქვს საკმარისი და მინიმალური კომფორტი მოგზაურობისთვის."-ამბობს მარიანი.


image

ამ მხრივ ქართველებს ნამდვილად გვაქვს სატრაბახო, ალბათ ყველას გახსოვთ ჯუმბერ ლეჟავა, რომელმაც 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.

1
126
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1