x
image
მანანა თურმანიძე
თუ თქვენს ქალაქში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, აი, რა უნდა გააკეთოთ (და რა არ უნდა გააკეთოთ) რათა გაზარდოთ ცოცხლად გადარჩენის შანსი
image


ბირთვული ომი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთის ბოლოდროინდელმა საფრთხეებმა ყურადღება გაამახვილა ბირთვულ უსაფრთხოებაზე.


მას შემდეგ, რაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში შეჭრას, ბირთვული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებამ, აშკარად გადმოინაცვლა წინა პლანზე.


პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ მას შეეძლო ბირთვული იარაღის განლაგება მძიმე ვითარებაში და აშშ ასევე მიუთითებს, რომ თავდასხმა არ იქნება უპასუხოდ დატოვებული.



ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბირთვული შეტევა შეუძლებელი არ არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთისთვის ეს იქნება უზარმაზარი კატასტროფის მომტანი. (სავარაუდოდ არა მხოლოდ რუსეთისთვის - ავტორი).


მათი გამოგონების შემდეგ, ბირთვული იარაღი მხოლოდ ორჯერ იქნა გამოყენებული ომში, ორივეჯერ აშშ-ს მიერ. მას შემდეგ, ასეთი ნაბიჯი ფართოდ განიხილება წითელ ხაზად, რომლის გადალახვასაც მსოფლიო ლიდერები ვერ გაბედავდნენ, რადგან ასეთმა ესკალაციამ შესაძლოა გამოიწვიოს კატასტროფული და ცივილიზაციის დამამთავრებელი შედეგი.


მიუხედავად ამისა, ცხრა ქვეყანას აქვს დაახლოებით 12, 700 ბირთვული ქობინი, რის გამოც ბირთვული ომის რისკი ყოველთვის არსებობს.


ბირთვული იარაღი არის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი, რაც კი ოდესმე გამოუგონიათ და ის ბევრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გამოიყენემულ იქნა ჰიროშიმასა და ნაგასაკიში, 1945 წელს.


ბირთვული ზემოქმედების წარმოუდგენელ შემთხვევაში, ბომბთან ყველაზე ახლოს მყოფებს, თითქმის გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ. მათთვის, ვინც უფრო შორს არის, არსებობს მარტივი რჩევები, გადარჩენის შანსების გასაზრდელად.


თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ უსაფრთხოების ზოგიერთ ზომას, რათა გაზარდოთ თქვენი გადარჩენის შანსი, ზემოქმედების შემთხვევაში.


წარმოგიდგენთ 13 რჩევას, თუ რა უნდა გააკეთოთ და არ უნდა გააკეთოთ ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში.


გაფრთხილება: თუ ბირთვული იარაღი ახლოს აფეთქდება, ვერაფერს გააკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ: იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული ბომბი აფეთქდება შეერთებულ შტატებში, ადამიანები, რომლებიც საკმარისად ახლოს იქნებიან დარტყმასთან, სავარაუდოდ დაიღუპებიან, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოემზადნენ ისინი.


ბომბი გამოიწვევდა სინათლის ციმციმს, გიგანტურ ნარინჯისფერ ცეცხლოვან ბურთს და შენობებისთვის დამღუპველ დარტყმის ტალღებს. თავდაპირველი დარტყმა სავარაუდოდ მომენტალურად მოკლავს ათიათასობით ადამიანს, თუ აფეთქება მოხვდება უაღრესად განაშენიანებულ ზონაში. რამდენიმე მილის დაშორებით, ნებისმიერი ადამიანი მესამე ხარისხის დამწვრობას მიიღებს. ადამიანებმა 53 მილის დაშორებით შეიძლება განიცადონ დროებითი სიბრმავე. ხანძარი გაანადგურებდა ნანგრევებს. სასწრაფო დახმარების სამსახურები იბრძოლებდნენ აფეთქების უშუალო სიახლოვეს გადარჩენილთა დასახმარებლად. ხალხი დაექვემდებარებოდა რადიოაქტიურ ეფექტს. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ მსოფლიოში ბირთვული იარაღის მარაგის დიდი რაოდენობა აფეთქდება, ეს გამოიწვევს ბირთვულ ზამთარს, რომელსაც სავარაუდოდ მოჰყვება გლობალური შიმშილობა. ვერაფერი მოამზადებს მოსახლეობას ამისთვის. და მაინც, ზემოქმედების შემდეგ, რამდენიმე წუთში ან საათში, არსებობს ქმედებები, რომლებიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რათა გაზარდოთ თქვენი გადარჩენის შანსი, ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, რომელიც საკმარისად შორს არის.


რა უნდა გააკეთოთ: დაეშვით მიწაზე, სახით ქვემოთ და ხელები ტანის ქვეშ მოათავსეთ.


დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) რეკომენდაციას უწევენ ამ პოზიციას, რადგან ის დაიცავს ხელებს, მკლავებს და სახეს მფრინავი ნამსხვრევებისგან, ან მოზღვავებული სიმხურვალისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის დაწვა. როგორც კი დარტყმის ტალღები ჩაცხრება, შეგიძლიათ ადგეთ და თავშესაფარი მოძებნოთ.


რა არ უნდა გააკეთოთ: არ შეხედოთ პირდაპირ აფეთქებას.


იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ახლოს ხართ ბირთვულ აფეთქებასთან, შესაძლოა შეუძლებელი იყოს თავიდან აიცილოთ სინათლის საწყისი აფეთქება, რამაც შეიძლება დაგაბრმავოთ, დაახლოებით 15 წამიდან ერთ წუთამდე. მაგრამ მათთვის, ვინც უფრო შორს არის, CDC-ის თანახმად, უმჯობესია აარიდოს თავი და დაიფაროს თვალები.


1 მეგატონიანი ბომბი (ეს დაახლოებით 80-ჯერ აღემატება ატომურ ბომბს "პატარა ბიჭი", რომელიც ჩამოაგდეს ჰიროშიმაზე, იაპონია) შეუძლია დროებით დააბრმავოს ადამიანები 13 მილის დაშორებით, ნათელ (უღრუბლო) დღეს, ხოლო 53 მილის დაშორებით - ნათელ ღამეს.


რა უნდა გააკეთოთ: დაიფარეთ სახე პირსახოცით ან ტანსაცმლის ქსოვილით.


თუ ბირთვული აფეთქების დროს ახლოს გაქვთ შარფი ან ცხვირსახოცი, გონივრული იქნება ცხვირ-პირი დაიფაროთ. მანამ, სანამ რადიოაქტიური ნალექი მიწას მიაღწევს, აფეთქება გამოიწვევს სხვა ნამსხვრევებს, რომელთა შესუნთქვაც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის.


რა არ უნდა გააკეთოთ: თავშესაფარი თქვენს მანქანაში არ ეძებნოთ.


საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA) ხალხს ურჩევს, თავი შეიკავონ თავის შეფარებისგან მანქანებში. შუშის ფანჯრები და ლითონის ჩარჩოები მათ ზედმეტად მოწყვლადს ხდის, რათა დაიცვან ბირთვული დარტყმისგან. გაქცევა ასევე უშედეგოა, რადგან ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ სად გაივლის რადიაცია.


ამ წესის ერთადერთი გამონაკლისი არის მანქანის მიწისქვეშა სადგომის შიგნით ჩასვლა ავტოფარეხში, რამაც შეიძლება უზრუნველყოს დამატებითი დაცვის ფენა.


რა უნდა გააკეთოთ: იპოვეთ აგურის ან ბეტონის შენობა, როგორიცაა მაგალითად სკოლა ან ოფისი.


FEMA განსაზღვრავს აგურის ან ბეტონის შენობებს, როგორც თავშესაფრის ყველაზე უსაფრთხო ფორმებს, ბირთვული თავდასხმის შემდეგ. იდეალურ შემთხვევაში, საუკეთესო თავშესაფარი იქქნებოდა სარდაფი, ფანჯრების მინიმალური რაოდენობით ან საერთოდ უფანჯრო.


სკოლები ან ოფისები ჩვეულებრივ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს. მაგრამ, მობილური (ავტო) სახლები ძალიან მყიფედ ითვლება.


თუ თქვენი ადგილმდებარეობიდან 15 წუთის სავალზე მტკიცე შენობები არ არის, უმჯობესია იპოვოთ რაიმე სახის თავშესაფარი, ვიდრე გარეთ დარჩეთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ახლოს არის უფრო უსაფრთხო შენობა, დაელოდეთ მინიმუმ ერთი საათით, ვიდრე გადაადგილებას შეუდგებით. იმ დროისთვის, რადიაციის ზემოქმედების პოტენციალი სავარაუდოდ შემცირებული იქნებოდა დაახლოებით 55%-ით.


რა არ უნდა გააკეთოთ: არ დადგეთ ფანჯრების მახლობლად, როცა სახლში ხართ.


თუ მაღალ კორპუსს აფარებთ თავს, აირჩიეთ ცენტრალური მდებარეობა და მოერიდეთ ზედა და ქვედა სართულებს.


თუ თქვენს ნაგებობას აქვს ფანჯრები, FEMA გვირჩევს, იდგეთ მათგან შორს, ოთახის ცენტრში. ეს იმიტომ ხდება, რომ დარტყმის ტალღებმა შეიძლება ჩაამსხვრიოს ფანჯრები აფეთქებისგან, 10 მილის დაშორებით, რაც გამოიწვევს მინის სახიფათო მსხვრევას.


რა უნდა გააკეთოთ: გამორთეთ გამათბობლები და კონდიციონერები.


გათბობის ან კონდიცირების დანადგარები ჰაერს გარედან იზიდავენ, ასე რომ მათ შეუძლიათ დაბინძურებული ნაწილაკების შემდგომი გავრცელება შენობის შიგნით.


რა უნდა გააკეთოთ: მიიღეთ შხაპი, რაც შეიძლება მალე.


ადამიანებმა, რომლებიც გარეთ იყვნენ აფეთქების დროს, უნდა მიიღონ შხაპი, რაც შეიძლება მალე. დარწმუნდით, რომ წყალი თბილია და საპონი ფრთხილად წაისვით. ძალიან ძლიერმა სკრაბმა შეიძლება დაარღვიოს თქვენი კანის სტრუქტურა, რომელიც მოქმედებს როგორც ბუნებრივი დამცავი ბარიერი.


ასევე უნდა დაფაროთ ნებისმიერი ჭრილობა ან ნაკაწრი ჩამობანის დროს. მათთვის, ვისაც არ აქვს საშხაპის წვდომა, FEMA გირჩევთ გამოიყენოთ ნიჟარა ან ონკანი. შემდეგი საუკეთესო ვარიანტია სხეულის გაწმენდა ხელსახოცით ან სველი ქსოვილით. ასევე მნიშვნელოვანია ცხვირის გამოწმენდა და ყურებისა და ქუთუთოების მოწმენდა, რადგან ნაწილაკები შეიძლება დარჩეს ამ ადგილებში.


რა არ უნდა გააკეთოთ: არ გამოიყენოთ კონდიციონერი შამპუნით დაბანის შემდეგ.


თმის შამპუნით დაბანა აუცილებელია რადიაციის ზემოქმედების შემდეგ, მაგრამ კონდიციონერი სასურველი არ არის, CDC-ის თანახმად.


ეს იმიტომ, რომ კონდიციონერები ატარებენ ნაერთებს, რომლებსაც კატიონური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები ჰქვია, რომლებიც აკავშირებენ რადიოაქტიურ ნაწილაკებს და შეუძლიათ მათი თმაში ჩატოვება. ისინი არსებითად მოქმედებენ როგორც წებო თქვენს თმასა და რადიოაქტიურ მასალას შორის.


როგორც წესი, ზოგადად უმჯობესია გამოიყენოთ მხოლოდ ის პროდუქტები თქვენს სხეულზე, რომლებიც შექმნილია ბირთვული კატასტროფის შემდეგ ჩამოსარეცხად. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ტანის ლოსიონი და სახის კრემი (რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებთ დაბანის შემდეგ - ავტორი), უნდა დაელოდონ მეორე ან მესამე ჯერს.


რა უნდა გააკეთოთ: დალუქეთ დაბინძურებული ტანსაცმელი.


იმის გამო, რომ ტანსაცმლის გარე ფენები სავარაუდოდ დაბინძურებული იქნება რადიოაქტიური ნალექით, CDC რეკომენდაციას უწევს მათ შეფუთვას პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მიუწვდომელი იქნება ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. თქვენ ასევე უნდა დალუქოთ ნებისმიერი ჩვარი თუ ქსოვილი, რომელიც გამოიყენეთ სხეულის ან სახის გასაწმენდად.


რა არ უნდა გააკეთოთ: სასწრაფოდ არ დაიწყოთ თქვენი ოჯახის წევრების ძებნა.


აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევს ატომური აფეთქების შემთხვევაში შენობაში მინიმუმ 24 საათის განმავლობაში დარჩენას. 48 საათის შემდეგ, 10 კილოტონიანი აფეთქების (ტიპი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს, მაგრამ არ გაანადგუროს ქალაქი) ექსპოზიციის მაჩვენებელი მხოლოდ 1%-მდე იკლებს.


„მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის, ის ეწინააღმდეგება ბუნებრივ ინსტინქტებს“, - წერდა სამთავრობო უწყებების კრებული 2010 წლის ანგარიშში. „ატომური აფეთქების შემდეგ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რატომ არიან ისინი და მათი ოჯახები თავშესაფარში ყველაზე უსაფრთხოდ.


რა არ უნდა გააკეთოთ: არ მიირთვათ დაუფასოებელი საკვები ან საკვები, რომელიც დარჩა გარეთ.


რა უნდა გააკეთოთ: ნებისმიერი სახის ბირთვული აფეთქების შემდეგ, CDC ამბობს, რომ აბსოლუტურად სწორია საკვების მოხმარება დალუქული კონტეინერებიდან, როგორიცაა პაკეტები, ბოთლები ან ქილა. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიირთვათ პროდუქტები თქვენი საკუჭნაოდან ან მაცივრიდან, თუ გაწმინდეთ საკვების კონტეინერები, დახლები და ჯამ-ჭურჭელი.


მაგრამ ყველაფერი, რაც დაუფარავად დარჩება, განსაკუთრებით თუ ის გარეთ იყო - მაგალითად, ხილი ან ბოსტნეული ბაღიდან - საჭმელად უვარგისი იქნება.


რა უნდა გააკეთოთ: მოუსმინეთ რადიოს ინსტრუქციებისთვის.


ბირთვული აფეთქებები წარმოქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ პულსს (EMP), ენერგიის უხილავ აფეთქებას, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ელექტროენერგიის, ტელეფონისა და ინტერნეტის ხაზები. ბირთვულ ელექტრომაგნიტურ პულსს შეუძლია რადიოტალღების დარღვევაც, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რადიოებს უფრო მარტივი სქემები აქვთ.


ასე რომ, აფეთქების კვალდაკვალ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პასუხისმგებელი პირები სავარაუდოდ გადასცემენ უსაფრთხოების ინსტრუქციებს რადიოთი. თუ ეს ოფიციალური პირები არ გეტყვიან, რომ უსაფრთხოა გარეთ გასვლა, უმჯობესია დარჩეთ მანამ, სანამ დაბინძურების რისკი არ შემცირდება.


ეს რჩევები, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად გამოქვეყნდა 2019 წლის სექტემბერში, განახლდა ახალი მოვლენების ასახვის მიზნით. არია ბენდიქსმა თავისი წვლილი შეიტანა ამ ამბის ადრინდელ ვერსიაში.


მარიან გენო, განახლებულია 2022 წლის 18 ოქტომბერს, 15:31

წყარო: ბიზნეს ინსაიდერ

თარგმნა მანანა თურმანიძემ

1
384
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
384
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1