ასტროლოგია ბნელი დრო და უცხოპლანეტელთა შემოჭრა: რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2022 წლის ბოლოს? 2022, 18 ოქტომბერი, 15:24
ბულგარელი ბრმა ქალი 26 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ხალხს მისი საშინელი წინასწარმეტყველებები დღემდე არ დავიწყებია. როგორ აღწერა ნათელმხილველმა 2022 წლის ბოლო თვეები და რაზე აფრთხილებს კაცობრიობას?
ბაბა ვანგა მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა ობით, რაც მას მიაწერეს. ვანგამ, იგივე ვანგელია პანდევა გუშტეროვამ ნახა მეორე მსოფლიო ომი მის დაწყებამდე, იწინასწარმეტყველა ბირთვული იარაღის გამოჩენა, პერესტროიკა და სსრკ-სდაშლა. მის პროგნოზებს წლიდან წლამდე სწავლობენ და უფრო და უფრო მეტ მინიშნებს პოულობენ მომავლის შესახებ. ყველაზე ცნობილმა ბულგარელმა ბრმა ქალმა მიმდინარე, 2022 წელს „ცვლილების წელი“ უწოდა. ახლა, როდესაც წელი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა, შევიტყოთ რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2022 წლის ბოლოს. იდუმალი ეპიდემია მეტაფორული ფრაზები, რომლებიც ნათელმხილველმა დატოვა, არ იწვევს ოპტიმიზმს. ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ 2022 წლის ბოლოს დადგებოდა პირქუში, ბნელი დრო. კიდევ ერთი დაავადების ეპიდემიის სახით, პანდემია, რომელიც მძვინვარებდა 2021 წელს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაბრუნდება. გუშტეროვას პროგნოზით, კლიმატი შეიცვლება და ვირუსის გაყინული ნაწილაკები ჰაერში შეღწევას დაიწყებენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ვანგა კორონავირუსის ახალ შტამებზე საუბრობდეს. ბრძოლა წყლისთვის ვანგამ დაინახა, რომ 2022 წლის ბოლოს სასმელი წყლის დეფიციტი დაიწყებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შედეგი იქნება პოლიტიკოსების მცდელობები, მოიძიონ ალტერნატიული გზები მის მისაღებად. "კატასტროფა იქნება, წყალი არ იქნება, ხალხს დასალევი წაყალი არ ექნება, ყველა იბრძოლებს წყლისთვის, მოხუფავენ ქილებში, ნავთობზე და ოქროზე ძვირი გახდება, ხალხი ოქროს წყალზე გაცვლის. ბულგარელმა ბრმა ქალმა ისიც თქვა, რომ პლანეტა შურს იძიებს ადამიანებზე გლობალურ კატასტროფებისადმი მათი გულგრილი დამოკიდებულების გამო: მან იწინასწარმეტყველა მასობრივი შიმშილობა ინდოეთში და "ძლიერი წყალდიდობები", მრავალჯერადი მიწისძვრები და ცუნამიც კი ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში. უცხოპლანეტელთა შემოჭრა 2022 წელს ეს სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ცხოვრება გვასწავლის, რომ საერთოდ არ უნდა გაგვიკვირდეს არაფრის. ვანგამ დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა, რომ 2023 წლის დასაწყისში შეიცვლებოდა დედამიწის ორბიტა, მანამდე კი, 2022 წლის ბოლოს, უცხოპლანეტელები ჩვენთან მოვიდოდნენ. არამიწიერი არსებები პლანეტაზე ასტეროიდს გამოაგზავნიან და "შეხვედრის" შედეგი ამაზრზენი იქნება, ამტკიცებდა ბაბა ვანგა. 947 3-ს მოსწონს
|