x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134429
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508505
პარიზში ჩემოდანში 12 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, ზედ დაწერილი ციფრებით
image

პარიზში ჩემოდანში 12 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.ის სკოლის დამთავრების შემდეგ სახლში აღარ დაბრუნდა.ბავშვის დაკარგვის შესახებ სამართალდამცავებს დედამ შეატყობინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პოლიციამ მე-19 უბანში, ერთ-ერთ კორპუსთან შემზარავი აღმოჩენის შესახებ შეიტყო. ბავშვი სასტიკად მოკლეს და შემდეგ ქუჩაში დააგდეს, იტყობინება Independent.



გარდაცვლილ გოგონას, რომელიც ჩემოდანში იპოვეს, დამნაშავეებმა ხელ-ფეხი შეუკრეს. სახეზე წებოვანი ლენტი ჰქონდა გადაკრული და ყელზე რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა.


ბავშვს, რომლის სახელია ლოლა სხეულზე ეწერა ციფრები 1 და 0, როგორც პოლიციამ აღნიშნა, ისინი არ იყო ამოტვიფრული ან დახატული .ადგილობრივი მედია იტყობინება ამბობენ, რომ მათ კანზე წარწეაა„რაღაც ხელსაწყოს დახმარებით“ გაუკეთეს. რას გულისხმობენ ისინი ჯერჯერობით უცნობია. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვი დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა.



გატაცების კვალი იმ სახლის სარდაფში აღმოაჩინეს, სადაც სკოლის მოსწავლე ცხოვრობდა. პოლიციის ინფორმაციით, კამერებმა ქალი დააფიქსირეს ჩემოდნით ხელში.


პოლიცია დარწმუნებულია და გოგონას ცხედარი სწორედ ამ ჩემოდანში აღმოაჩინეს. ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი მამაკაცი, რომელმაც ჩემოდნის აღმოჩენის შესახებ განაცხადა.


სათვალთალო კამერამ დააფიქსირა გოგონას სიცოცხლის ბოლო მომენტები
ლოლა პარასკევს ღამით გაუჩინარდა.დედა ვარაუდობდა, რომ მისი ქალიშვილი "გაიტაცეს".


ფეისბუქის პოსტში დელფინ დავიეტი სთხოვდა საზოგადოებას „დახმარებოდნენ მის პოვნაში“.


„ლოლა ბოლოს საღამოს 15:20-ზე ნახეს იმ გოგოს ერთად, რომელსაც ჩვენი ოჯახი არ იცნობს“, - ნათქვამია მის პოსტში, თან ახლავს სატვალთალო კამერის სქრინშოტი სადაც უცნობი ქალი ლოლას წინ მიუძღვის მის კორპუსში.


რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქის მე-19 უბანში, რამდენიმე ქუჩის მოშორებით, საცხოვრებელ კორპუსთან, ახალგაზრდა გოგონას ცხედარი ჩემოდანში იპოვეს.


image

1
1062
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1062
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1