ილონ მასკის "ტესლას" ელექტროკარებმა ზედიზედ დაამხო მსოფლიო რეკორდები სისწრაფეში, თუმცა "ტესლას" წარმოების ტექნოლოგიაში მალევე იჩინა თავი ისეთმა ხარვეზებმა, რომელის სუპერკარების აალებას და ავარიის გარეშე ცეცხლის გაჩენას იწვევდა, რის გამოც კომპანიამ ასეულობით მანქანა გაიწვია უკან.
ეს გზა ნებისმიერ ბრენდს აქვს გავლილი, როცა ახალი მოდელი იქმნება უწესივრობა ხშირად იჩენს თავს და მათ გამოსასწორებლად უკვე გაყიდულ მანქანებს უკანვე იბრუნებს საწარმო, მანქანის მფლობელებს კი ან ფულს უბრუნებენ ან სხვა მოდელის ბრენდულ ავტომობილებს სთავაზობენ.
თუმცა ახლა ამაზე არ მექნება საუბარი, საუბარი მექნება გერმანიაში შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ ელექტროკარზე, რომელმაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა სტარტიდან 100კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებაში.
ელექტროკარმა 1, 4 მეათედ წამში განავითარა 100 კმ/სთ სიჩქარე.
ელექტროკარის ძარა მთლიანად კარბონითაა გაკეთებული, შესაბამისად მისი წონა მინიმალურია სულ რაღაც 145 კილოგრამი. ელექტროკარის ორი ელექტროძრავი კი გამოიმუშავებს 245 ცხენისძალას.
ამ მონაცემების წყალობით ელექტროკარმა გინესის ახალი რეკორდი დაამყარა. თუმცა უნდა ითქვას ეს ელექტროკარი არაა სუსტი და შედარებით სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისათვის, რადგან მანქანის ასეთი სწრაფი აჩქარების გამო მისი პილოტი განიცდის უზარმაზარ დატვირთვას 2, 5ს. ეს კი დაახლოებით იგივე დატვირთვაა რასაც განიცდის ასტრონავტი, როცა კოსმოსური ხომალდი ატმოსფეროში შედის.